"უწყებებისთვის მიწოდებული მქონდა ინფორმაცია საიტის შესახებ, საიდანაც ხელმისაწვდომია საშიში ნივთიერების შეძენა"
საზოგადოება - 10:43, 01 May, 2018     2221

კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელმა და "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრმა ნაჯა ორაშვილმა ტელეკოპმანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360“ გრადუსში ქალაქში გავრცელებულ ახალ, მკვლელ ნარკოტიკზე ისაუბრა. მისი თქმით, მან შესაბამის უწყებებს აცნობა იმ საიტის არსებობის შესახებ, საიდანაც ხელმისაწვდომია საშიში ნივთიერების შეძენა.

„ვფიქრობ მიდის მიზანმიმართული კამპანია კლუბის წინააღმდეგ არავინ საუბრობს იმაზე, რომ ქალაქში საშიში, მავნე, მკვლელი ნივთიერებაა გამოჩენილი, ვინ მფარველობს ამ ნარკოტიკულ საშუალებას და რატომ არის ასე ხელმისაწვდომი. ერთი თვის წინ, პირველი ვიყავი, როდესაც გავიგე თუ არა ამ ნივთიერების შესახებ, 4 ადამიანი მძიმე ინტოქსიკაციით მოხვდა საავადმყოფოში. თავიდან საუბარი იყო სხვა ნივთიერებაზე, თუმცა იმ ნივთიერებას არ აქვს ასეთი ინტოქსიკაცია. ეს ადამიანები დაახლოებით 4-5 დღის განმავლობაში იყვნენ კომატოზურ მდგომარეობაში. მაშინ, ერთი თვის წინ დავინტერესდი და მოვიკვლიე ამ ნარკოტიკულ საშუალებაზე ინფორმაცია.

როდესაც ეს ადამიანები კომიდან გამოვიდნენ, მივწერე, რომ დამხმარებოდნენ გამერკვია, თუ რა ნივთიერებაა, რომელიც ასეთ მძიმე შედეგებს იწვევს. მათ მითხრეს, რომ კონკრეტული საიტიდან, შეიძინეს საკმაოდ იაფად ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“. ამის შემდეგ დავიწყე მე თვითონ მოკვლევა, რადგან როდესაც ქალაქში ჩნდება ასეთი მძიმე ნივთიერება, ეს ნიშნავს რომ ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და ვიცი, რომ სახელმწიფო ამაზეც არასდროს არაფერს აკეთებს. ჩვენ გვახსოვს „ჯემ ფესტზე“ გარდაცვლილი გოგონა, რომელმაც რა ნარკოტიკული საშუალება მიიღო, დღემდე არ ვიცით.

შემდეგ მოხდა, რომ კლუბში 4 ადამიანი გახდა შეუძლოდ. იყო ძალიან მძიმე ინტოქსიკაცია, რომ არ დაცვის წევრები და კლუბის წარმომადგენლები , შესაძლოა, ფატალური შედეგი დამდგარიყო. ეს ადამიანები ახლა კარგად არიან, მათ ინფორმაციაც გაავრცელეს ამის შესახებ. მანამ მე უწყებებისთის მიწოდებული მქონდა ინფორმაცია, რომ არსებობს საიტი, საიდანაც ძალიან ხელმისაწვდომია საშიში ნივთიერება და მიიღეთ ზომებითქო, რადგან ჩვენ არ ვიცით, არასრულწლოვანი ადამიანები მოიხმარენ ამას თუ არა“ - ამბობს ნაჯა ორაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42