საიუბილეო ღონისძიებები თსუ-ში - უნივერსიტეტში პროფესორ თინათინ მარგალიტაძისა და თსუ პროფესორ ვახტანგ ლიჩელის საჯარო ლექციები გაიმართა
საზოგადოება - 19:57, 30 Apr, 2018     1045
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ლექციათა ციკლის ფარგლებში, თსუ პროფესორ თინათინ მარგალიტაძისა და თსუ პროფესორ ვახტანგ ლიჩელის საჯარო ლექციები გაიმართა. თინათინ მარგალიტაძემ წაიკითხა ლექცია ,,ენა და კულტურის ეკოლოგია“, ხოლო ვახტანგ ლიჩელმა კი - ,,არქეოლოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.“

,,პროექტი სკოლის მოსწავლეებს უმარტივებს არჩევანის გაკეთებას - რა მიმართულებით უნდა ისწავლონ და ხელს უწყობს გააკეთონ არჩევანი. ლექციაზე ვისაუბრეთ გრაკლიანის გორის აღმოჩენებზე. ეს არის სამეცნიერო-საველე პრაქტიკის ბაზა, სადაც თსუ სტუდენტები გადიან პრაქტიკას. ეს კი მნიშვნელოვანია არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ლიჩელმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ლექციები მიმდინარეობს იმ გარემოში, სადაც გამოფენილია უნივერსიტეტის დამფუძვნებლის ნივთები. ისინი ისმენენ ლექციებს, რომელიც ეთმობა ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის, იდენტობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. იმედია, მოსწავლეები კმაყოფილები რჩებიან. მე მათ ვესაუბრე ქართულ ენაზე, და შევეცადე ამეხსნა რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენი იდენტობისთვის“,- აღნიშნა თინათინ მარგალიტაძემ.

საჯარო ლექციების შემდეგ გაიმართა დისკუსია.,,ძალიან საინტერესო ლექცია იყო, ბევრი მნიშვნელოვანი რამ გავიგე როგორც ბარბარიზმებზე, ასევე არქეოლოგიაზე. ძალიან დამაინტერესა არქეოლოგიურმა გათხრებმა, ძველმა კულტურამ, იარაღებმა და წინა საუკუნეების ნივთებმა“, - განაცხადა სკოლის მოსწავლემ ნიკა კაიშაურმა.

ლექციათა ციკლი 26 მაისამდე გაგრძელდება და ის მოიცავს საქართველოს დამოუკიდებლობის ასწლოვან ისტორიასა და უნივერსიტეტის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების პროცესში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42