ბოლო წლებში საქართველოში იმატა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ მოსწავლეთა შემოდინებამ. მათი ინტეგრაციისთვის სასკოლო საზოგადოებაში უმთავრესი როლი უჭირავს მასწავლებელს. სწორედ ამიტომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშროლობით შეიქმნა პროფესიული განვითარების ზემოაღნიშნული პროგრამა.
პროგრამაში გამოყენებულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მასალები და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: რა მიზეზით შეიძლება გახდეს ადამიანი ლტოლვილი; რა სამართლებრივი დოკუმენტები იცავს ომის მსხვერპლს; რა საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი დოკუმენტები არსებობს ლტოლვილებთან მიმართებით; რა თავისებურებებს აწყდებიან მასწავლებლები ლტოლვილ ბავშვებთან.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2018 წლის ზაფხულიდან გეგმავს ყველა იმ მასწავლებლის გადამზადებს, ვინც ლტოლვილ მოსწავლეებს ასწავლის.
მასალის გამოყენების პირობები