ელენე ყვება, რომ მისი მეუღლე საკუთარ მშობლებსაც სცემდა. ოჯახის შექმნიდან დაახლოებით 5 წლის შედმეგ, ლაშამ მეუღლეზე სექსუალური ძალადობა დაიწყო. როგორც თავად ამბობს, მეუღლე მას ვიდეოთვალით უცხო მამაკაცებთან ვირტუალურ სექსს აიძულებდა.
ამის შემდეგ, მეუღლე მას უკვე უცხო მამაკაცებთან რეალურად შეხვედრებს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აძულებდა. ახალგაზრდა ქალი ქმრის მოთხოვნაზე უარს აცხადებდა, თუმცა ქმარი ყოველ ჯერზე უმოწყალოდ სცემდა. ქალმა თვითმკვლელობაც სცადა.
ბოლოს ელენე სახლიდან გაიპარა და საკუთარ მშობლებთან გაიქცა. საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ჩაერთო და ელენემ ფსიქოლოგიური თერაპია გაიარა.
ახლა მოძალადე მეუღლე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რაც სასამართლოში ელენეს ჩვენებაზეცაა დამოკიდებული.
წყარო: rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






