1 თვეში შსს-მ სხვადასხვა ტიპის 130 ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო
კრიმინალი - 11:02, 29 Apr, 2018     1447
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს. სამართალდამცველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. 72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს:

• ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი - 12

• კარაბინები, შაშხანები და სანადირო თოფები - 73

• ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები - 34

• თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი - 11

• აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი - 18

• ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან დღემდე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

155 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას, რაც უწყების მიერ მძიმე დანაშაულების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42