სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 11:04, 28 Apr, 2018     1918

სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს:

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აუცილებლად მიიჩნევს გააკეთოს განცხადება ბოლო პერიოდში სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე. კერძოდ, მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაშვებულ სავარაუდო სამედიცინო შეცდომასა და ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე.

მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ჩატარდა უაღრესად რთულ ოპერაცია, მსგავსი ოპერაციები ჩვენს რეგიონში საკმაოდ იშვიათია. თუ ოპერაციის მსვლელობისას დაშვებული იქნა გარკვეული შეცდომა, უნდა მოხდეს მისი შესწავლა და შემუშავდეს მექანიზმები , რომელიც ამგვარი შემთხვევების შანსს მინიმუმამდე დაიყვანს. უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო შეცდომები მაღალგანვითარებული ჯანდაცვის მქონე ქვეყანების კლინიკებშიც ხდება. არსებული სტატისტიკით, ოპერაციული ჩარევისას მუცლის ღრუში უცხო სხეულის ჩარჩენის სიხშირე საშუალოდ 3-5 ათას ოპერაციაზე ერთხელ გვხვდება. აშშ-ში წელიწადში 1500, ხოლო საფრანგეთში 600 მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება.

ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდებაც, სამედიცინო შეცდომის მიუხედავად, არ შეიძლება ჩაითვალოს ადექვატურ სასჯელად. საექიმო შეცდომის გამო, ექიმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მიუღებელია.

სამედიცინო შეცდომებთან ბრძოლის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია საერთაშორისოდ აღიარებული კლინიკური მდგომარეობების მართვის პროტოკოლების საყოველთაო დანერგვისა და უწყვეტი პროფესიული განათლების ეფექტიანი სისტემის შექმნა, რაც სხვადასხვა ფორმით დარგობრივი ასოციაციების მიერ არაერთხელ იქნა განცხადებული.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდანაც იდგმება გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოიტანს შედეგებს.

გვსურს მივმართოთ საზოგადოებას, რომ მსგავსი შემთხვევების შეფასებისას გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ექიმებმა საზოგადოებრივი გაკიცხვის ან სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობის შიშის გამო, მძიმე სარპოგნოზო შემთხვევებში , თავი არ აარიდონ სამედიცინო ჩარევას, რაც გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

განცხადება კეთდება საქართველოს სამედიცინო ასოციაციაში გაერთიანებული ყველა დარგობრივი ასოციაციის სახელით, მათ შორის თენგიზ ასათიანი - საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ქეთევან ნემსაძე - საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი, გია თომაძე - საქართველოს ქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კოტე ყიფიანი- საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ოკრიბელაშვილი - ავლიპ ზურაბიშვილის სახ. საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, მალხაზ მიზანდარი -საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარე, არჩილ ჩხოტუა - აიპ “უროლოგთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ლია ჯანაშვილი - საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ზურაბ კლიმიაშვილი - საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის თავმჯდოარე, მარინა ალფაიძე - ცერებული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოების ხელმძღვანელი. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება დღეისათვის 42 დარგობრივი ასოციაციას აერთიანებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42