ანაკლიაში მედიასა და სამოქალაქო სექტორისათვის ინფო ტური მოეწყო
საზოგადოება - 10:10, 28 Apr, 2018     1911

27 აპრილს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მედიისა და სოციალურ თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ანაკლიაში ინფო ტური მოაწყო. ინფო ტურში მონაწილეობა 15 სამოქალაქო სექტორის ლიდერმა და 10 მედია საშუალების ჟურნალისტმა მიიღო და ისინი ანაკლიას საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის -„აფხაზეთის” ინიციატივით ჩამოვიდნენ.

სტუმრები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე ტერიტორიას ეწვივნენ და მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა ინფო ტურის მონაწილეებისთვის პროექტის პრეზენტაცია მოაწყვეს და ორგანიზაციის მიზნებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

ანაკლიაში პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. მშენებლობის გარდა მიმდინარეობს ახალი ქალაქის „ანაკლია სითის“ განვითარების პროცესი, რომელიც მომავალში როგორც რეგიონული ისე საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრად იქცევა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ -ერთი მთავარი მიმართულება როგორც რეგიონის, ასევე კონკრეტულად ანაკლიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაა. მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, მათი გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამ პროცესების უკეთ წარმართვას. ამჟამად მიმდინარეობს კონკრეტულად ანაკლიის თემის განვითარების გეგმაზე მუშაობა და ეს პროცესი ანაკლიის მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას გულისხმობს”, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა თამარ ზაქარიაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42