"არ დავნებდი და სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ბრძოლაში სიცოცხლეს გავამარჯვებინე"
ჯანმრთელობა - 16:27, 27 Apr, 2018     3992
ცხოვრება მოულოდნელად უამრავ სიურპრიზს გვთავაზობს, ზოგჯერ კარგს, ზოგჯერ - ცუდსაც. თამარი ალბათ ვერასდროს იფიქრებდა, რომ უბრალოდ გაციებისგან გამოწვეული სიცხეები ასე შორს წაიყვანდა და სიცოცხლის გადასარჩენად ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდებოდა: „თავდაპირველად გაციების თანმდევი სიცხეები მქონდა, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდა, ადგილობრივ პოლიკლინიკაში მითხრეს რომ ფილტვების ანთება მქონდა და ანტიბიოტიკებით მკურნალობა დამინიშნეს“. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში რთულია მხოლოდ ერთი ექიმის დიაგნოზს დაჯერდე, რადგან ამის საშუალებას თავადვე არ გაძლევენ. თამარს სხვა ექიმთან კონსულტაცია დასჭირდა, რადგან სიცხეები მის ორგანიზმზე ბატონობას განაგრძობდა. საბოლოოდ ექოსკოპიურმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტს ელენთა ჰქონდა გადიდებული, არცერთი ანალიზი კი ნორმას არ ექვემდებარებოდა, ამიტომ საჭირო გახდა ჰემატოლოგთან კონსულტაცია. ელენთის ბიოფსიით სიმსივნე დადგინდა და დაინიშნა ოპერაცია. ოპერაციის შემდგომი დიაგნოზი კი ჰოჯკინის ლიმფომის მესამე სტადია იყო.

სიმსივნე ის დაავადებაა, რომელიც არათუ უკან იხევს, არამედ პროგრესირებს და ახალგაზრდავდება. ამიტომ საჭირო გახდა ქიმიოთერაპია, რომლის მიზანი სწრაფად მზარდი ავთვისებიანი უჯრედების განადგურება იყო. თამარმა ქიმიოთერაპიის 6 კურსი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდ და თანამედროვედ აღჭურვილ ონკოლოგიის ცენტრში გაიარა.

ონკოლოგიურ პრაქტიკაში ქიმიოთერაპია მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე კომპლექსურად ოპერაციულ, სხივურ, იმუნო და ჰორმონოთერაპიასთან ერთად. თამარისთვის მედიკამენტოზური მკურნალობა საკმაოდ მძიმე და ემოციური აღმოჩნდა. რთულია 20 წლის გოგონამ ყველა ორგანოს ტკივილს ერთდროულად გაუძლო. ეს ყველაფერი იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ძილის წამლებსა და ანტიდეპრესანტებს იღებდა, პარალელურად დასჭირდა ფსიქოლოგის დახმარება: „როცა ქიმიოთერაპიის კურსს გადიხარ ფიქრობ, რომ კარგად აღარასოდეს გახდები. საშინელი პერიოდი გამოვიარე. მქონდა საშინელი დეპრესია, რომელიც თუნდაც სახლში ჩაკეტვით და არსად გახედვის სურვილით გამოიხატებოდა.“

რომ გადარჩე, უნდა იბრძოლო. რომ იბრძოლო, ამის ძალა უნდა გქონდეს. თამარს ძალა გადარჩენისთვის სწორედ მისმა მკურნალმა ექიმმა, ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის კლინიკურმა ონკოლოგმა - ხათუნა ბიბიჩაძემ მისცა, რომელსაც დრო, ენერგია, პროფესიონალიზმი და სითბო არ დაუშურებია, რათა თამარი დაერწმუნებინა, რომ ისინი ერთად დასახულ მიზანს, სიცოცხლეს მიაღწევდნენ: „ხათუნა ექიმი ძალიან თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი ექიმია. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ დაავადების კეთილსაიმედო ვარიანტი მქონდა და ბრძოლა ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად შედეგს აუცილებლად გამოიღებდა.“

ხათუნა ექიმის დაპირება ტყუილი არ აღმოჩნდა. ერთ წლიანი თავდაუზოგავი შრომის და მკურნალობის შემდეგ ხათუნა ექიმისთვის დადგა ის საკვანძო დღეც, როცა მან თამარს მკურნალობის საუკეთესო შედეგი აცნობა.

სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ბრძოლაში ღირსეულად გამარჯვებული თამარი დღეს აქტიურ ცხოვრებით ცხოვრობს. განაგრძობს სწავლას და დიდ დროს ატარებს მეგობრებთან, რომლებსაც მის გამოჯანმრთელებაში ეჭვი არასდროს ეპარებოდათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42