მოზარდების მკვლელობის საქმე - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 13:35, 26 Apr, 2018     3566
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებულ გ.ჯ.–ს დაცვის მხარე გავეცანით რა საქმის მასალებს, გაგვიჩნდა ეჭვი, რომ საქმე არასრულყოფილად და ნაჩქარევად იყო გამოძიებული. ამის ერთ–ერთი მიზეზი იყო ის, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის პროკურატურას არ ქონდა დასმული არანაირი ისეთი კითხვა, რომელიც აღადგენდა მომხდარის რეალურ და სრულ სურათს.

პროკურატურამ მხოლოდ ორი თვის შემდეგ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს დაზუსტებული კითხვებით, რამაც კიდევ უფრო გააჭიანურა კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა. ხუთი თვის შემდეგ წარმოდგენილი დასკვნით არათუ ნათელი ეფინება ჭეშმარიტებას, არამედ კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება რა მოხდა, კონკრეტულად რამდენი ადამიანი და დანა მონაწილეობდა ჩხუბში, რომელი დანით რა ჭრილობაა მიყენებული და ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დაღუპულებს. მიუხედავად ამდენი ლოდინისა ვერც ამ დასკვნით მივიღეთ პასუხი მთავარ კითხვებზე.

ყოველივე ამან დაგვარწმუნა იმის საჭიროებაში, რომ ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად გარკვეული ზომები ჩვენც უნდა მიგვეღო. ამ მიზნით ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი ექსპერტ-კრიმინალისტები დიდი ბრიტანეთიდან – ჯეისონ პეინი–ჯეიმსი და სიუ კარნი.

საქმის სირთულიდან გამომდინარე გვჯერა, რომ ამ სფეროში განსაკუთრებული გამოცდილების მქონე სპეციალისტები დაგვეხმარებიან ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში. ვთვლით, რომ მათი რეპუტაცია მათივე მიუკერძოებლობის გარანტიაა.

გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ მოგვითხოვია ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლა. დღიდან გამოძიების დაწყებისა ვთანამშრომლობთ საგამოძიებო ორგანოსთან და ყველაფერს ვაკეთებთ საქმეზე უტყუარი ჭეშმარიტების დასადგენად“ - ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42