როგორც საყდრისის კომიტეტს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეატყობინეს. კომპანია "არემჯი გოლდი" 30 აპრილს გეგმავს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში "ბნელი ხევის" ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას და უახლოესს ხანში ღია კარიერული წესით ოქროს ამოღების დაწყებას.
" სავარაუდოდ სწორედ ამ მიზნისთვის გადაკეტა კომპანიამ სამი დღის წინ "ბნელი ხევის" შესასვლელები და 24 აპრილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც მიმართა წერილით სადაც ღია კარიერული სამუშაოების დაწყების წინ კონსულტაციები მოითხოვა.- აცხადებენ საყდრისის კომიტეტში.
კომიტეტის წევრების განმარტებით კომპანია რომელმაც მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო- საყდრისის კულტურული მემკვიდროების ძეგლი ააფეთქა ხოლო, დმანისისა და ბოლნისის რაიონებში ეკოციდი მოაწყო, ამჯერად საფრთხეს ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს, ხულუტის ციხეს და "ბნელი ხევის" უნიკალურ ტყის მასივებს შეუქმნის.
საგანგებო ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი ' ბნელი ხევის ' დაცვის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს.
ბრიფინგი "პრაიმ ტაიმის" პრეს- კლუბში 11.30 სთ-ზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






