საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - ”ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები!
საზოგადოება - 20:02, 25 Apr, 2018     1900

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის ორგანიზებით შიდა საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ”ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები’’ გაიმართა.

კონფერენციის მიზანი გახლდათ სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა აქტიური ჩართვის სტიმულირება, ევროინტეგრაციის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობა და კვალიფიკაციური სპეციალისტების მომზადება.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავითჩერქეზიშვილმა და წარმატებები უსურვა. კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო დარგში, პროფესორმა შალვა მაჭავარიანმა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ფაკულტეტების ხელმძღვანელები, აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები. კონფერენციაზე მოხსენებები სამართლის, განათლების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა წარმოადგინეს.

კონფერენციაზე მუშაობა წარიმართა სამ სექციად - სამართლის, განათლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით.


სექცია: ’’სამართალი’

მოდერატორი - შალვა კვინიხიძე, პროფესორი

სექცია: ’’ განათლება და საერთაშორისო ურთიერთობები’’

მოდერატორი - თამარ ზაალიშვილი, ასოცირებული პროფესორი

სექცია: ’’ბიზნესი და ეკონომიკა’’

მოდერატორი - გელა გრიგოლაშვილი, ასოცირებული პროფესორი

კონფერენციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია, მოდერატოების მიერ შეფასდა სექციებში მუშაობა და კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.

სექციების მიხედვით გამოვლინდა კონფერენციის საუკეთესო ნაშრომები:

სამართალი - თამარ მსხვილიძე (დოქტორანტი)

განათლება და საერთაშორისო ურთიერთობები - ეკატერინე ბენიაშვილი (მაგისტრანტი)

ბიზნესი და ეკონომიკა - თინათინ მამესწარაშვილი (დოქტორანტი)

საუკეთესო ნაშრომების ავტორებს გადაეცათ პრიზები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ნაშრომთა კრებული, 2018). ასევე, საუკეთესო ნაშრომების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ და მოხსენებებით წარდგებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბაკურიანში 26 მაისს დაგეგმილ სამეცნიერო კონფერენციაზე.

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის კრებული იხ. ბმულზე: https://goo.gl/zP5zHN





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42