დღეს მსოფლიო კინოს ლეგენდა ალ პაჩინო 78 წლის გახდა. იგი თანაბარი წარმატებით მოღვაწეობდა კინოსა და თეატრში.
კინოში მონაწილეობა პირველად 29 წლის ასაკში, მეორეხარისხოვან ოლშ მიიღო. ხოლო 1971 წელს უკვე მტავარი როლი შეასრულა ფილმში "პანიკა ნიდლ-პარკში". მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები როგორებიცაა: "ოქროს გლობუსი", "ოსკარი", "ემი", თეატრალური ჯილდო "ტონი" და სხვა. მსახიობობასთან ერთად იგი რეჟისორიცაა. სახელი გაითქვა ფილმებით: „ქალის სურნელი“, „ნაიარევი სახე“, „ნათლიმამა" და სხვა მრავალი.
ალ პაჩინო, ელენ ბერნსტეინთან ერთად ხელმძღვანელობს ნიუ-იორკის სამსახიობო სტუდიას.
გთავაზობთ მის რამდენიმე ციტატას:"არავის არაფერი არ აუხსნათ, ყველა მაინც იმას გაიგებს, რაც მას აწყობს."
"მარტივია მოატყუო თვალი, მაგრამ რთულია გულის მოტყუება".
"იცით რა სხვაობაა თეატრსა და კინოს მსახიობობას შორის? თამაში თოკზე სიარულს ჰგავს, ოღონდ სცენაზე თოკი ძალიან მაღლაა გაჭიმული. დაეცემი? - დაეცემი საფუძვლიანად. კინოში კი თოკი იატაკზე დევს".
"მე ხშირად მიწოდებენ მოსაწყენს, თავკერძას, მიზანთროპს. გაფრთხილებთ - რეალურად მე გაცილებით უარესი ვარ".
მასალის გამოყენების პირობები