მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
ოჯახის ინტერესებს საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატი ლიკა ტანიაშვილის იცავს, რომელიც განცხადებით, "იაშვილის კლინიკისგან" ოჯახმა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან ერთად მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოს.
„წინაპირობები არსებობს, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე. მატერიალური ზიანის ანაზღაურება რომ მოვითხოვოთ გვჭირდება გარკვეული დოკუმენტაციების მოძიება , რომელიც ადასტურებს კონკრეტულად რა თანხაში გამოიხატა ეს მატერიალური ზიანი. რაც შეეხება მორალურ ზიანს, კანონში პირდაპირ გვაქვს მითითება, რომ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მოთხოვნილ იქნას ეს და სწორედ ეს შემთხვევაა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას, როგორც საქართველოში არსებული დოკუმენტაციით, ასევე საფრანგეთის მიერ გაცემული მტკიცებულებით" - განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






