"რეალი" აპირებს პსჟ-სგან 19 წლის ფორვარდი კილიან მბაპე 200 მილიონ ევროდ შეიძინოს
სპორტი - 18:24, 25 Apr, 2018     5186
სპორტული გამოცემა "Don Balon"-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" აპირებს სატრანსფერო სეზონის გახსნის შემდეგ პსჟ-სგან 200 მილიონ ევროდ 19 წლის ფორვარდი კილიან მბაპე შეიძინოს. თუ ეს გარიგება შედგა, სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა უარი თქვას პსჟ-ს მეორე ფორვარდ ნეიმარისთვის ბრძოლაზე.

მბაპე 1998 წლის 20 დეკემბერსაა დაბადებული. წარმოშობით იგი კამერუნელია. 15 წლის ასაკში მან პირველი კონტრაქტი ფრანგულ კლუბ "მონაკოსთან" გააფორმა. მისი დებიუტი დიდ ფეხბურთში 2015 წელს შედგა, მან 14 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა, რითიც ტიერი ანრის ორი რეკორდი მოხსნა - როგორც კლუბის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტმა და ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორმა. შემდეგ სეზონში (2016/17 წ.წ.) მბაპე საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ყველა ტურნირში 44 მატჩი ითამაშა და 26 გოლი გაიტანა.

ჩემპიონობის შემდეგ მბაპემ ჩემპიონთა ლიგაშიც გაიბრწყინა - მონაკომ ნახევრაფინალამდე მიაღწია, სადაც იუვენტუსთან დამარცხდა, თუმცა, ორ მატჩში ჯიჯი ბუფონის კარში მონაკოს ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი სწორედ მბაპეა. ამ გოლით მან ბუფონის გაუშვებელი გოლების სერია შეწყვიტა, რომელიც 600 წუთს შეადგენდა.

2017 წლის 31 აგვისტოს მბაპე პსჟ-ში არენდის წესით გადავიდა. პარიზის კლუბმა ამავდროულად აიღო პასუხისმგებლობა, რომ 2017/18 წლების სეზონის ბოლოს იგი 180 მილიონ ევროდ უნდა გამოისყიდოს. პსჟ-ში გადასვლის დღესვე მბაპემ თავი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების რიგებში გამოიჩინა - მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჰოლანდიის ნაკრებს გოლი გაუტანა, რითიც საფრანგეთის ნაკრების რიგებში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლის ავტორობის 54 წლიანი რეკორდი მოხსნა. პსჟ-ს რიგებში იგი კვლავ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და საფრანგეთის ლიგის თასის მგლობელი გახდა. სულ მბაპეს კარიერის მანძილზე 96 მატჩი აქვს ჩატარებული და 44 გოლი აქვს გატანილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42