რა ცვლილებები შევა და იქნება თუ არა თბილისის გენგემის საბოლოო დამტკიცება საჯარო
საზოგადოება - 12:00, 25 Apr, 2018     1924
თბილისის მიწათსრგებლობის გენერალური გეგმაზე (მგგ) მუშაობა საბოლოდ 1 ივნისს უნდა დამთავრდეს და დოკუმენტი საკრებულოს მიერ უნდა იქნეს დამტკიცებული. როგორც გახსოვთ, ამ დოკუმენტის განხილვამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და საქმე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სიტყვიერ შეურაწყოფამდეც კი მივიდა, თუმცა შემდეგ, როგორც ჩანს, შედგა მოლაპარაკება, რის შედეგადაც მგგ-ს მიღების პროცესი კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა, რათა დაინტერესებულ მხარეებს მიეღწიათ კომპრომისისთვის და თავიანთი ინტერესები დაებალანსებინათ საბოლოო დოკუმენტში.


ამ მოლაპარაკებას სამი მხარე ჰყავს:

ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა, რომელსაც არ მოსწონს მგგ, რადგან მასში მისი ინტერესები და ხედვები არ არის გათვალისწინებული, მაგრამ მიუხედავად სურვილისა, საკუთარი პოლიტიკური გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის არ დამტკიცების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

ე.წ. ოპოზიცია, რომელიც წარმოდგენილია ყოფილი ხელისუფლების, მისი განაყოფების და სატელიტების სახით და რომელსაც სურვილი აქვს, პოლიტიკური ამბიციებთან ერთად, თავისი ეკონომიკური ინტერესებიც დაიკმაყოფილოს. ეს უკანასკნელი კი უხვადაა მგგ-ში გაბნეული, რადგან ეს დოკუმენტი რეალურად, მათი მმართველობის დროს იქნა შემუშავებული და დღეს მხოლოდ კოსმეტიკური სახეცვლილებით იქნა მიწოდებული საზოგადოებისათვის.

და „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომლის მესვეურთა ქცევაც მოლაპარაკების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და მათ დათმეს, თუ რაიმე დასათმობი ჰქონდათ თავიანთი ქალაქგეგმარებითი პოზიციებიდან. დათმეს საკუთარი პროფესიონალური შეხედულებები, ხელი მოაწერეს კაპიტულაციას და იმის იმედით, რომ მიიღებენ დარჩენილ 800 ათას ლარს, დე-ფაქტო გავიდნენ სცენიდან, თუმცა იურიდიულად , ჯერ კიდევ პროცესის მონაწილეებად ითვლებიან.

ისმის კითხვა: რა შეიცვალა ამ გარიგებით ჩვენთვის, თბილისის მაცხოვრებლებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა გამოვცადოთ საკუთარ თავზე ამ დოკუმენტის სიავკარგე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ პრობლემატურია. ჩვენ ვიცოდით, თუ რა არ მოგვწონდა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ მგგ-ში, ვიცოდით, თუ რა არ მოსწონდა ამ დოკუმენტში ქალაქის მერიას, მაგრამ არ ვიცით, რა ცვლილებები შედის და რა სახის დოკუმენტთან გვექნება საქმე სამუშაოების დასრულებისას, რადგან არ არსებობს გასაჯაროებული შუალედური პროექტი, რომელზეც შეიძლება გამოითქვას აზრი.

მაქსიმალური საჯაროობა, კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერება, ტერიტორიული დაგეგმარება და დასაბუთებული ზონირება, რუკების ერთიანი სტანდარტი, სატრანსპორტო და ეკოლოგიური პოლიტიკის თანხვედრა არსებულ სიტუაციასთან და პერსპექტივები, რკინიგზის გადატანა, განსახორციელებელი ღონისძიებების რანგირება, მათი განხორციელების ბიუჯეტი, ფინანსების მოზიდვის წყაროები და ფინანსურ-ეკონომიკური დასაბუთება, - აი, ეს გახლავთ, ქართველი და უცხოელი ექსპერტების განმარტებით, იმ კომპონენტების ჩამონათვალი, რომელთა გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს კომპონენტები არსად არ გვხვდება სრულყოფილი სახით „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში. ამავე მოსაზრებას იზიარებდა თბილისის მერიაც, როცა მან ფაქტობრივად დაიწუნა „სითი ინსტიტუტის“ ნაშრომი და გადაწყვიტა თვითონ მიეღო მონაწილეობა ამ დოკუმენტის სრულყოფაში.

მიუხედავად იმისა, რომ მერიამ, ყველა ამ ხარვეზის გათვალისწინებით, დაიწუნა მგგ-ს წარდგენილი ვარიანტი, ეს არ არის გარანტია იმისა, რომ საბოლოო დოკუმენტში ყველა შენიშვნა გათვალისწინებული იქნება ან ეს დოკუმენტი უკეთესი იქნება მის წინამორბედზე. ინფორმაციის არ არსებობის გამო , ვერც იმას ვიტყვით, რომ „სითი ინსტიტუტის“ მიერ გაფერადებული უფლებრივი ზონები შეიცვალა თუ არა. ვერც იმას, ხომ არ მოხდა დამატებით სხვა სივრცეების გაფერადებაც, ახალი ინტერესების გათვალისწინებით და ვერც საწინააღმდეგოს მტკიცებას დავიწყებთ.

გვინდა, ქალაქის ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ქ.თბილისში ჩატარდა მოქალაქეთა გამოკითხვა, სადაც ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე, ინფორმირებული ხართ თუ არა, რომ უნდა მოხდეს თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება - თბილისელების 69,8 %-მა გვიპასუხა, რომ ისინი არ არიან ინფორმირებული ამის შესახებ; ხოლო 30,8 %-ისთვის კი ცნობილია რომ უნდა მოხდეს მგგ-ს მიღება. ცნობილია, რომ რაღაცა უნდა მოხდეს, თორემ დოკუმენტის შინაარსი ან მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო მცირე რაოდენობის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის არის ცნობილი.

როგორც ამ გამოკითხვიდან ჩანს, მთავარი პრობლემა საჯაროობაში და მოქალაქების ინფორმირებულებაშია და ამ ხარვეზის აღმოფხვრისთვის კი აუცილებელი იქნება შუალედური დოკუმენტის გასაჯაროება ან იმის განცხადება მაინც, რომ მგგ-ს საბოლოო დოკუმენტი მხოლოდ საჯარო განხილვების შემდეგ გადაეცემა დასამტკიცებლად საკრებულოს.

დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თბილისელების აზრის გათვალისწინებაც აუცილებელია და ისინი ამას იმსახურებენ.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქალაქის მერი ბ-ნი კალაძე ხელს შეუწყობს მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას ამ პროცესში და მხოლოდ საჯარო განხილვების შემდეგ მოხდება საკრებულოში ამ დოკუმენტის დასამტკიცებლადა გადაგზავნა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვრჩება განცდა, რომ ბ-ნი ნარმანიას მგგ-ს დაწუნება, მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მასში არ იყო ასახული ახალი ხელმძღვანელობის ეკონომიკური ხედვები და ინტერესები და ამ დოკუმენტის რეალური შინაარსი არც ქალაქის დღევანდელ მესვეურებს ადარდებთ.

გოგი ლორთქიფანიძე, „სახალხო თვითმმართველობა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42