საქველმოქმედო საღამოზე „სოლიდარობის ფონდი“ გამოავლენს იმ კომპანიებს, რომელთაც ონლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად 2018 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი დონაცია განახორციელეს. ამასთან ფონდთან მუდმივად თანამშრომლობენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, რომლებსაც ქველმოქედებაში წვლილი საკუთარი საქმიანობით შეაქვთ. მათ საღამოზე ფონდი „სოლიდარობის ელჩის“ წოდებას მიანიჭებს.
სპეციალურად ამ დღისთვის რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა გადაიღო ვიდეო-რგოლი. კლიპის პრემიერა საქველმოქმედო აუქციონის ფარგლებში გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 წლამდე 500-ზე მეტი ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ.
სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა მკურნალობის შესაძლებლობის გარეშე არ დარჩენილა.
საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება 26 აპრილს, 19 საათზე. მისამართი: ტექნოპარკი
საკონტაქტო პირი:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
თამთა გაზაშვილი 593 970 570
თეკლე ბერაია 555 522 333
მასალის გამოყენების პირობები






