საქართველოს მთავრობამ ,,ბიოწარმოების შესახებ“ შემუშავებული დადგენილება მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:49, 08 Aug, 2013     986


დადგენილების მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის მართვის მდგრადი სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მომხმარებელთა ინტერესის დაცვას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. პროექტი ასევე ითვალისწინებს იმ მწარმოებლების დაცვას, რომლებიც აწარმოებენ ბიოპროდუქციას (პროდუქტს რომლის ეტიკეტზე/ნიშანდებაზე დატანილია სიტყვები - ,,ბიო", ,,ორგანული", ,,ეკო"). აღნიშნული დადგენილების მიღება ქართული პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს.


ბიოპროდუქციის წარმოება ფერმერს მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში აღნიშნული პროდუქცია ძვირადღირებულია და საერთაშორისო ბაზარზე მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს შესაძლებლობა დაიკავოს ეს ნიშა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ბიოპროდუქტი, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე გამოირჩევა თავისი გემური თვისებებით.


სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბიომრავალფეროვნების აღდგენა-შენარჩუნებისა და ბიოწარმოების ხელშეწყობის მიმართულებით, რასაც აღნიშნული დადგენილების შემუშავებაც მოწმობს.


,,ბიოწარმოების შესახებ" მთავრობის დადგენილება, რომელიც საქართველოს კანონის - ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 75-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად შემუშავდა, მოიცავს წესებს, რომლითაც განისაზღვრება ბიომეურნეობის მართვა, ბიოპროდუქციის წარმოება, გადამუშავება, ნიშანდება, ეტიკეტირება, დისტრიბუცია, რეალიზაცია, ასევე ბიოწარმოების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42