პაშა ბანკი შეუერთდა მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას „გარემოს გულისთვის“
საზოგადოება - 13:24, 24 Apr, 2018     1414

22 აპრილს - დედამიწის დღეს - საქართველოში ოფიციალურად დაიწყო მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია „გარემოს გულისთვის“. კამპანია „გარემოს გულისთვის“ მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში.

პაშა ბანკთან ერთად კამპანიას შეუერთდა თხუთმეტამდე ორგანიზაცია კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორებიდან, რომლებმაც დედამიწის დღეს დაასუფთავეს წინასწარ შერჩეული დაბინძურებული ტერიტორია და ამ ტერიტორიების სუფთად შენარჩუნებაზე სამომავლოდაც აიღეს პასუხისმგებლობა.

აღნიშნულ კამპანიას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს CENN-ის WMTR II პროგრამა.

პაშა ბანკის თანამშრომლები უკვე მეორედ ერთვებიან მსგავსი ტიპის პროექტში, 2016 წელს ბანკის თანამშრომლებმა ჯეოსელის კამპანიის „მოვლა“ ფარგლებში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

პაშა ბანკის მიერ 2016-2018 წლებში შესრულებული გარემოსდაცვითი ხაზის პროექტები:

• 2018 წლის სააღდგომო აქტივობა: არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“-ს ეზოში კავკასიური სოჭის ოცდაათი ხის დარგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელ გარემოს.

• 2017 წლის დადგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა 2,017 ძირი ხე დარგო ბორჯომის მახლობლად დამწვარი ტყის აღსადგენად; აღნიშნული აქტივობა პაშა ბანკმა 2018 წლის დადგომის მისალოცადაც გაიმეორა და ამჯერად 2,018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა;

• პროექტ „აღადგინეს“ მხარდასაჭერად პაშა ბანკმა 500 ძირი ხე დარგო ასევე ბორჯომის ტყის აღსადგენად;

• პაშა ბანკმა „აღადგინესთან“ და კომპანია „კრიალასთან“ ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად: ყოველი შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ 13 თეთრი ირიცხება „აღადგინეს“ ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კამპანიაში უკვე ჩაერთო 110 კომპანია და შეგროვდა 19.5 ტონა მაკულატურა;

• 2017 წლის აღდგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1,000 ძირი ქართული და იმერული მუხა დარგო. ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი;

• სოფელ კონდოლში პაშა ბანკის მხარდაჭერით როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ეკო-პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება;

• 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Georgia Today-თან ერთად პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას ქართული სოჭის ნერგები საჩუქრად გადასცა.

კამპანია „გარემოს გულისთვის“ შესახებ:

კამპანია მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით დანაგვიანებული ადგილების შემცირებას და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. გარემოს გულისთვის შეიქმნა ამერიკული კამპანიის Keep America Beautiful (შეინარჩუნე ამერიკის სილამაზე) ინსპირაციით, რომელიც აშშ-ში 1953 წლიდან ხორციელდება და მრავალსექტორული თანამშრომლობის შედეგად ზრუნავს ქვეყნის სისუფთავესა და სილამაზეზე. საქართველოში, კამპანია მოუწოდებს კერძო კომპანიებს, მეწარმეებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ პირებს, ხელი შეუწყონ ქვეყანაში გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებას და თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მწვანე აქტივობების დანერგვას.

კამპანიის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას შეუძლია გახდეს გარემოს გულითადი ელჩი. კამპანიაში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ კონკრეტული ტერიტორია, რომლის სისუფთავესა და შემდგომ მოვლაზე აიღებენ პასუხისმგებლობას. ტერიტორიის იდენტიფიცირების შემდეგ, CENN–ის დახმარებით, მოხდება ტერიტორიის პირველადი დასუფთავება, დამონტაჟდება საინფორმაციო ბანერი, რომელიც საზოგადოებას ამცნობს ტერიტორიის სისუფთავეზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის შესახებ. ორგანიზაციის მხრიდან ტერიტორიაზე პატრონაჟის აღება გამოიხატება ტერიტორიის სისუფთავის მონიტორინგში და საჭიროებისამებრ დასუფთავების აქტივობების განმეორებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42