წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თსუ-ში სახალისო- შემეცნებითი კვირეული - ,,ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა.
საზოგადოება - 20:49, 23 Apr, 2018     1886
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალისო- შემეცნებითი კვირეული - ,,ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა.

23 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, თსუ ბიბლიოთეკა უმასპინძლებს თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს. ცნობილი ქართველი ლიტერატორები და მხატვრები მოსწავლეებთან ერთად წაიკითხავენ ზღაპრებს და დახატავენ საყვარელ პერსონაჟებს.

ბავშვებს შეხვდა და ღონისძიება გახსნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. ,,წიგნის საერთაშორისო დღეს უნივერსიტეტში ბავშვებს დავახვედრეთ საინტერესო პროგრამა, პრიზებით, თამაშებით. ისინი გაეცნობიან ბიბლიოთეკას და იმედია, მომავალშიც განაგრძობენ უნივერსიტეტთან მეგობრობას“.

ღონისძიებათა ციკლის პირველ დღეს მოსწავლეებმა მოისმინეს მწერალ დიანა ანფიმიადის ზღაპრები, რომელიც მწერლის და მისი შვილის ერთობლივი ნაწარმოებია. ავტორისთვის ეს დღე სიმბოლურია, რადგან „თსუ ბიბლიოთეკაში სკოლის მოსწავლეები ეცნობიან ჩემს ზღაპრებს. მოხარული ვიქნები თუ ყველა იზრუნებს ბავშვებსა და მათი განათლების განვითარებაზე. ეს იმის წინაპირობაა, რომ ისინი განავითარებენ მეცნიერებას, ლიტერატურას და, შესაბამისად, ქვეყანას“.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, ,,წიგნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა კვირეული, რომელიც ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების სტუმრობას თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ეს პროექტი ხელს შეუწყობს წიგნისა და მკითხველის დაახლოებას. ამ აქციით შევეცდებით უფრო მეტად გავუღვივოთ მოსწავლეებს წიგნისადმი სიყვარული“.

ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები დიდ კმაყოფილებას გამოხატავდნენ. ,,დღევანდელი დღე და ზღაპარი განსაკუთრებით მომეწონა, ხშირად არ იმართება ასეთი კარგი ექსკურსიები და საღამოები მოსწავლეებისთვის, ამ დღეს აუცილებლად შევიტან ჩემს დღიურში. მე ვაპირებ ჩემი საყვარელი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთი ნაწარმოების მთავარი გმირის - მადიკენის დახატვას.“

ღონისძიებათა ციკლის პირველ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კერძო სკოლა ,,არქიმედეს“ მოსწავლეებს უმასპინძლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42