„მინდა, ნუგზარ უბერმა და თემურ ტონიამ მიპასუხონ - რაში სჭირდებათ პატარა ბავშვების სიკვდილი?!“ - რაში ადანაშაულებს მცირეწლოვანი ბავშვის დედა ქართველ ექიმებს
საზოგადოება - 15:44, 23 Apr, 2018     23043
სამი შვილის დედა ნონა ჯანჯღავა „ალიასთან“ საუბრისას ყვება თუ რა რთულ ვითარებაში ჩააგდეს ქართველმა ექიმებმა ის და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც სტენოზი, მოგვიანებით კი არასწორი მკურნალობის გამო ნაწლავის განგრენა დაემართა. დედას შვილის წაყვანა თურქეთში მოუწია, მას შემდეგ, რაც საქართველოში ექიმებმა არასწორი დიაგნოზები დასვეს და ბავშვის არასწორმა მკურნალობამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა. მცირეწლოვანი ბავშვი თურქმა ექიმებმა გადაარჩინეს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კი ოჯახს ხარჯები რაც საყოველთაო ჯანდაცვით არის განსაზღვრული, იმის გამო არ აუნაზღაურა, რომ თურქეთში წასვლამდე ორი თვე სამინისტროს არ დაელოდნენ და არ იქნა სახელმწიფოს მხრიდან ასევე გათვალისწინებული, პაციენტის მწვავე მდგომარეობა:


„არ ვიცი რომელი ექიმით დავიწყო - რომელს მოვთხოვო პირველს პასუხი. ალბათ, მაინც პროფესორებით უნდა დავიწყო, რადგან ისინი, ამ თავისი პროფესორის სტატუსით, მეტ ნდობასა და იმედს გვაძლევენ და მეტი პასუხისმგებლობაც მოეთხოვებათ.

როგორ შეიძლება სტენოზი და კუჭ-ნაწლავის პრობლემა აგერიოს ექიმს ბრონქიტში (ჰოსპიტალ „მედიქალსიტის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი თემურ ტონია), როგორ შეიძლება განგრენიანი პატარა გაწერო დიაგნოზით - აბსორბციის დარღვევა, გამოწვეული საკვების აუტანლობით (გ, ჟვანიას კლინიკა - ნუგზარ უბერი).

მინდა ნუგზარ უბერმა და თემურ ტონიამ მიპასუხონ: რა და ვინ არის ექიმი - სახელი და გვარია კაბინეტის კარზე აკრული? მინდა, ნუგზარ უბერმა და თემურ ტონიამ მიპასუხონ - რაში სჭირდებათ პატარა ბავშვების სიკვდილი, რას მოუტანს მათ ეს?“, - აღნიშნავს ჯანჯღავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42