"ბავშვს ფილტვები, თირკმლები გაეთიშა, მუცელი წყლით ჰქონდა სავსე…" - ორი ნინოს სასწაული (ვიდეო)
საზოგადოება - 12:06, 23 Apr, 2018     6886

ქუთაისის ყოვლადწმინდა სამების წინამძღვარი, დეკანოზი ილია კარკაძე და მისი მრევლის წევრები ორი ნინოს, 4 და 5 წლის ბავშვების სასწაულებრივ განკურნებაზე ყვებიან, რომლებსაც უფალმა ორჯერ აჩუქა სიცოცხლე.

ორივე ბავშვი მძიმედ იყო ავად. ერთს მთელ ორგანიზმში ჰქონდა მეტასტაზები მოდებული. ოპერაციას უკეთებდნენ, მაგრამ ექიმებმა მუცლის ღრუ დახურეს, რადგან ქირურგიულ ჩარევას აზრი არ ჰქონდა. მამას კი უთხრეს, რომ მხოლოდ რამდენიმე დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.

მშობლები და მრევლი ბავშვისთვის ლოცულობნენ. მოხდა სასწაული, პატარა ნინიკო გადარჩა.

მეორე ნინოსაც უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა. გაეთიშა ფილტვები, თირკმლები, მუცელი წყლით ჰქონდა სავსე.

– ჩვენი ერთადერთი იმედი უფალი იყო, რადგან ნინიკოს ფილტვები, თირკმლები გაეთიშა, ბოლო სტადიის კომატოზური მდგომარეობა იყო. მუცელი წყლით იყო სავსე. იმ დღეს ბრონხოსკოპია უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ რეანიმაციიდან დაგვირეკეს, ბავშვს ორივე ფილტვი გაეხსნაო. თირკმლები აუმუშავდა, კომიდან გამოვიდა. ინვალიდი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ უფალმა ჯანმრთელი დააბრუნა.

სახლში რომ გამოვიყვანეთ, ხატებთან თავს ხრიდა. საავადმყოფოში მოხვედრამდე პირჯვრის გადაწერა არ იცოდა, მაგრამ კომიდან რომ გამოვიდა, პირჯვარს იწერდა.

ხატებთან ამბობდა, სიზმა, მადლობა, სიზმა, დამიფარეო. ვკითხე, სიზმა ვინ არის-მეთქი. მითხრა, საავადმყოფოში კაცი დამესიზმრა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, შენ კარგად იქნებიო. ხატებთან მივიყვანე და ღვთისმშობელს დაადო ხელი, ეს იყოო. დედიკო, ეს კაცი არ არის, ქალია-მეთქი. ეს კი არის ქლი, მაგრამ ხელში რომ უჭირავს, კაციაო, მითხრა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნინიკო ღვთისმშობელს არ მიუტოვებია, მით უმეტეს, მაცხოვარს.

წყარო: "სარკე"








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42