მსახიობი სასურველი პარტნიორის შესახებ საუბრობს:
"იდეალური წყვილი რას ნიშნავს? ჩემთვის ასეთი რამ არ არსებობს. როგორ შეიძლება, რაც მე მომწონს, მასაც ყველაფერი იგივე მოსწონდეს და ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებოდეთ? ეს მომაბეზრებელიცაა. ჯანსაღი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა უფრო საინტერესო მგონია...
25 წლამდე ასაკში ჩემზე გაცილებით უფროსი გოგოები მომწონდა. მხიბლავდა ის, რომ უფრო ჩამოყალიბებულები, რეალიზებულები და ჩემზე გამოცდილები იყვნენ. თითქოს რაღაცით მავსებდნენ. 36 წლის ასაკშიც შეიძლება მომეწონოს ჩემზე უფროსი ქალი, ოღონდ არა – ურთიერთობისთვის. მაგალითად, მონიკა ბელუჩი ვიზუალურად ძალიან მხიბლავს.
საინტერესო, ჭკვიანი და ლამაზი ქალები მომწონს. რა ჩაიცვას, სად “დაჩექინდეს” და სად სელფი გადაიღოს, ამის გარდა, ქალს მრავალმხრივი ინტერესის სფერო უნდა ჰქონდეს. ასეთებთან ურთიერთობა უფრო საინტერესოა"- აცხადებს მსახიობი.
იმედა არაბულის თქმით, ამ ეტაპზე დაოჯახებისთვის მზად არის.
"ამ ეტაპზე დაოჯახებისთვის ყველანაირად მზად ვარ. ფული თავზე არ გადამდის, შეიძლება ვერც მალდივის კუნძულებზე ვიარო ყოველ თვეს, მაგრამ ცოლის რჩენას თავისუფლად შევძლებ...
ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ასე რომ არ ვფიქრობდე, აქამდე ცხრაჯერ მოვიყვანდი და გავშორდებოდი ცოლს.
გავიზარდე ოჯახში, სადაც კამათი და დავა მახსოვს, მაგრამ ხმამაღალი სიტყვები, ჩხუბი და ყვირილი არ მახსენდება. ძალიან ცუდი შეგრძნებაა იმაზე ფიქრი, რომ ოჯახი მქონდეს და დამენგრეს. არ ვამბობ, რომ ფული ყველაფერია, მაგრამ არც იმ მოსაზრებას ვეთანხმები, რომ ბედნიერი ცოლ-ქმარი თოხის ტარზეც იცხოვრებს. ფული საერთოდ არ მიყვარს, ელემენტარული კომფორტისთვის მჭირდება"- აღნიშნავს იმედა არაბული.
მასალის გამოყენების პირობები






