ამ ეტაპზე დადგენილია, რომ წამალი დაავადებას არ კურნავს, თუმცა პროგრესს აჩერებს და მოტორიკას აუმჯობესებს. ის ყველაზე ძვირადღირებულ პრეპარატად ითვლება, რადგან ერთი კურსი ასობით ათასი დოლარი ჯდება.
კუნთების სპინალური ატროფია გენეტიკური დაავადებაა. მშობელი შეიძლება იყოს მატარებელი, ისე რომ ანალიზის გარეშე ეს ვერასდროს გაიგოს, დაავადება კი ბავშვში გამოვლინდეს. ”ეს ემ ენ 1” გენის მუტაციის გამო, არ ხდება ცილების სათანადო ოდენობით გამომუშავება და ნერვის იმპულსის კუნთში გადაცემას უშლის ხელს. სპინალური ამიოტროფია რამდენიმე ტიპის არსებობს, პირველი ყველაზე რთული ფორმაა.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სხვადასხვა თერაპიული პროგრამებიც ფინანსდება, თუმცა ჯერ ამერიკასა და ევროპაში უკვე დანერგილი წამლის საქართველოში შემოტანაზე მუშაობა არ დაუწყიათ.
იხილეთ ვრცლად rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






