თბილისის მერი კახა კალაძე“დედამიწის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საზოგადოება - 15:43, 22 Apr, 2018     1392

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან ერთად, ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ “დედამიწის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

კახა კალაძემ და ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარი ავტომობილების ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი შეამოწმეს, რითაც ხაზი გაუსვეს სუფთა ჰაერის შენარჩუნების მნიშვნელობას. როგორც Autotest Georgien-ის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, გამონაბოლქვის ტესტის არსებობა ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის აუცილებელი ნაბიჯია. ამერიკის საელჩო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში ყველა მანქანისთვის სავალდებულო გამონაბოლქვის ტესტის დაწესებას.

თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს დედამიწის დღე მიულოცა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის მნიშვნელობას და დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისადმი მიმართულ ძალისხმევაზე ისაუბრა.

"48 წელია, მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ზოგადად, მთელი მსოფლიო დღეს სეროზული გამოწვევების წინაშე დგას არსებული ეკოლოგიური მდგომარეობისა და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ამ მხრივ, სამწუხაროდ, არც თბილისია გამონაკლისი, სადაც სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები გვაქვს. ამ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი. ამ გამოწვევების დაძლევაში მნიშვნელოვანია ქალაქის ადგილობრივი მთავრობის როლი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. ჩვენ ეს პრობლემა ერთიანი ძალისხმევით უნდა მოვაგვაროთ. მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანება და სკვერების რეაბილიტაცია, თუმცა ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულიკომპონენტია ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ვიცით, რომ პირველი ივლისიდან სახელმწიფო დაწესებულებების ავტომობილების, ხოლო 1 იანვრიდან უკვე კერძო ავტომანქანების ტექდათვალიერება იწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იქნეს გამოყენებული. პროცესი მტკივნეული იქნება, ბევრი ავტომანქანა ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სწორედ ასეთი ავტომობილების გამონაბოლქვი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, წელს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. შემოგვყავს 100 ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი. მომდევნო წლების განმავლობაში ვაპირებთ, ასევე, ელექტროავტობუსების შემოყვანას.რამდენიმე დღეში საცდელად შემოგვყავს ახალი ელექტროავტობუსი, რომელიც დედაქალაქში ერთ კონკრეტულ ხაზზე იმოძრავებს. მომდევნო წლებში ამ მიმართულებით კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს ვგეგმავთ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა წარმოადგინეს მაღალი ხარისხის ელექტრული ავტომობილები, მათ შორის Tesla Model X UV, Bioli Medical Wellness Resort-თან თანამშრომლობით.

აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამის, FLEX-ის მონაწილეებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის კამპანიის „შეინარჩუნე ლამაზი საქართველოს“(Keep Georgia Beautiful) ფარგლებში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე გზების მოვლა ითავეს.

გამონაბოლქვის ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ, თბილისის მერი კახა კალაძე ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეტ რუდთან ერთად საელჩოს სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე გზების დასუფთავების აქციას შეუერთდა. პროგრამის მონაწილეები აღნიშნულ გზებზე სისუფთავის შენარჩუნებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში გეგმავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42