"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალი ინიციატივით გამოდის
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:39, 08 Aug, 2013     945


"პოლიტიკური მიმართულება- ეროვნული თანხმობის აქტის მიღება, რომლითაც მომავალში დარეგულირდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გარდამავალ პერიოდში არსებული პრობლემები;

 

ეკონომიკურ თემებზე უცხოელი ინვესტორების და პარტნიორებისთვის კოორდინირებული გზავნილების მიწოდება; წინა წლების ეკონომიკური პროექტების და წარმატებების აღიარება და გაგრძელება;

 

ეკონომიკურ საკითხებზე მუდმივი პოლიტიკური კონსულტაციები ბიზნესისთვის სტაბილური გარემოს და სტაბილურობის განცდის შექმნის მიზნით;

 

მთავრობასა და პარლამენტს შორის მეტი კოორდინაცია ახალი ეკონომიკური ინიციატივების მომზადების წინასწარ პროცესში.
ეკონომიკური მიმართულება – ბიზნესისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება – კორუფციული გარიგებების აღმოჩენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივად მხოლოდ საჯარო მოხელეების და არა ბიზნესის დასჯა;

 

მთავრობის მხრიდან ახალი რეგულაციების შემოღებაზე მკაცრი ეკონომიკური ფილტრის დაწესება. კერძოდ, სპეციალური სტრუქტურის შექმნა მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესის, არასამთავრობოების მონაწილეობით, რომელიც ყველა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას შეაფასებს ეკონომიკაზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით;

 

საწარმოს არაგეგმიური შემოწმების აკრძალვა სასამართლოს ნებართვის გარეშე; ეკონომიკური ტიპის დანაშაულებზე წინასწარი პატიმრობის აკრძალვა და მხოლოდ გირაოს გამოყენება;

 

საწარმოებისთვის გადასახადების წინასწარი გადახდის იძულების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადება და კანონით აკრძალვა; გადასახადების შემცირების გაგრძელება.

 

საგადასახადო მიმართულება – საგადასახადო რეგულაციების გამარტივება – მცირე ბიზნესისთვის სასაქონლო ზედნადებების გაუქმება; გადახდილ გადასახადზე 10%-ზე ნაკლები ცდომილების შემთხვევაში, ცდომილების გასწორება დასჯის და ადმინისტრაციული იძულების მექანიზმების გარეშე;

 

საგადასახადო შემოწმებების ხანგრძლივობის გონივრული მაქსიმალური ვადის შეზღუდვა; საგადასახადო შემოწმებების სიხშირის მკაცრად შეზღუდვა; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის (ფინანსური პოლიცია) საწარმოების შემოწმების აკრძალვა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ საწარმოს მიმართ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საგადასახადო სამსახურის მხრიდან," – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინიციატივებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42