ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გენერალური კომისარი შსს-ს დანაყოფებს ესტუმრა
საზოგადოება - 10:28, 21 Apr, 2018     2113
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გენერალური კომისარი - ელოი კუიროს ალვარესი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ესტუმრა.

ელოი კუიროს ალვარესმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, „112“-ის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა.

ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ერთობლივად ჩატარებული წარმატებული ოპერაციები ხაზგასმით აღნიშნეს.

ქართულმა მხარემ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და საკანონმდებლო ცვლილებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თავის მხრივ, ესპანელმა სამართალდამცველებმა ქართველ კოლეგებს ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დეტალებიც განიხილეს, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. ესპანეთის ინიციატივით, ასევე, იგეგმება საქართველოში პოლიციის ატაშეს მოვლინება, რაც ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.
დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ესტუმრნენ და მათი მუშაობის სტრუქტურას, აღჭურვილობას და შესაძლებლობებს გაეცნენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42