"სულ ვეჩხუბებოდი, ვაღიზიანებდი, ჩემი ბრალია"- რა თქვა სასამართლოზე ქალმა რომელიც ქმარმა დაჭრა
საზოგადოება - 14:09, 20 Apr, 2018     14947
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ცოლის დაჭრაში ბრალდებულ მურმან ყოლბაიას საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართა.

"ლაივპრესის" ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა ბრალდებულის ცოლი, რომელიც აცხადებს, რომ მომხდარი „მისი ბრალია“.

„დაქორწინებამდე ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ახლა ოთხი შვილი გვყავს. ყველაფერი იმის ბრალია, რომ მან სამსახური ვერ იშოვა და სმა დაიწყო. მე კი სულ ვეჩხუბებოდი, ვაღიზიანებდი. ის არ არის მოძალადე ქმარი. ყურადღებიანი და მზრუნველი მამაა. იმ დღესაც სამსახურიდან დაღლილი მოვედი, ეს კი მთვრალი რომ დამხვდა, გავღიზიანდი და ვეჩხუბე. ჩემი ბრალია. მეგონა სმას მიატოვებდა და იმიტომაც განვაცხადე პოლიციაში, მაგრამ რაც მარტო დავრჩი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ მის გარეშე ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდება მეც და შვილებსაც. მე ის ახლაც ძალიან მიყვარს“, - აცხადებს "ლაივპრესთან" დაზარალებული.

ბრალდებულს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი იცავს. მან სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მისჯილი წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, მაგრამ მოსამართლე შოთა ბიჭიამ პატიმრობა უცვლელად დატოვა, რადგან მისივე თქმით, სხვა საფრთხეებთან ერთად, არსებობს ოჯახში ახალი ძალადობის ჩადენის საშიშროება.

შეგახსენებთ, დაზარალებულს ქმრის მიერ დანით მიყენებული დაზიანებების შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42