ხელისუფლება ევროსასამართლოს „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას სთხოვს
საზოგადოება - 12:34, 20 Apr, 2018     2151

„რუსთავი 2“-ის საქმე - იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილ მოთხოვნაში ევროსასამართლოს სთხოვს, რომ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გააუქმოს, რაც ავტომატურად უზენაესი სასამართლოს ძალაში შესვლას გამოიწვევს.

საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნაა, რომ კომპანია „მის კანონიერ მესაკუთრეს - ქიბარ ხალვაშს“ გადაეცეს. აღნიშნული დოკუმენტი ტელეკომპანიის იურისტისთვის მისაწვდომი გუშინ გახდა.

ხელისუფლება ამბობს, რომ სასამართლოზე ზეწოლას სწორედ „რუსთავი 2“ ახდენს, არგუმენტად კი „ევროპული საქართველოს“ განცხადება მოჰყავს, სადაც პარტია ტელეკომპანიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა.

„რუსთავი 2-ის“ იურისტების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ სამაუწყებლო კომპანიის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს.

„ერთადერთი, რასაც მთავრობა აღიარებს, არის ის, რომ „რუსთავი 2“ ნამდვილად პოპულარული არხია. ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებლობას არ ემუქრება საფრთხე, რომ „რუსთავი 2“ ხშირად არის კრიტიკული მთავრობის მიმართ, მაგრამ ამბობს, რომ თუ ვინმე თავდასხმას ახორციელებს, ეს თავად „რუსთავი 2“-ია, რომელიც მოსამართლეებს თავს ესხმის და ის არის ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არხი. არხი რომ თავად ახორციელებს ჟურნალისტებზე ზეწოლას, ამის მაგალითად მოჰყავთ უკანასკნელი პერიოდის მაგალითები, „ევროპული საქართველოს“ განცხადებები, სადაც ისინი გვადანაშაულებენ ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში და ასევე აკაკი გოგიჩაიშვილის Facebook პოსტების ე.წ. სქრინშოტები, სადაც ის საუბრობდა ნიკა გვარამიას მხრიდან თითქოს ზეწოლაზე, რომ ის არ იყო დამოუკიდებელი და ამის გამო წავიდა ტელევიზიიდან,“- განაცხადა თამთა მურადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42