თბილისს ორი სპორტული ცენტრი შეემატება
საზოგადოება - 10:34, 19 Apr, 2018     1466
დედაქალაქს ორი სპორტული ცენტრი შეემატება. თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ ვაზისუბანსა და ლილოს დასახლებაში ახლადაშენებული სპორტული ცენტრები დაათვალიერეს.

ვაზისუბნის სარაგბო კომპლექსი 12 306 კვადრატულ მეტრს იკავებს და მოიცავს ხელოვნურ საფარიან მოედანს, 500-ადგილიან ტრიბუნას, ადმინისტრაციულ შენობას და საშხაპეებს. ცენტრი 700 ადამიანს მოემსახურება.

ტანვარჯიშის დარბაზის მშენებლობა დასრულებულია ლილოს დასახლებაშიც. დარბაზი 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს და 400-მდე ადამიანზეა გათვლილი. სპორტულ ცენტრში მხატვრული ტანვარჯიშის, აკრობატიკისა და ბატუტის სპორტული სექციები ამოქმედდება. დასახლებაში, ასევე, მოეწყო ფიტნეს დარბაზი.

“დასრულებულია სარაგბო მოედანი. აქ პირველად დაიყარა ქართული კაუჩუკი, რომელიც ძალიან ხარისხიანია. დავათვალიერეთ, ასევე, ტანვარჯიშის დარბაზი, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ჩვენ გავაგრძელებთ სპორტული კომპლექსების მშენებლობას სხვადასხვა რაიონში, რაც წლიური გეგმითაა გათვალისწინებული”, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

გარდა ზემოთხსენებული ორი ცენტრისა, დედაქალაქში მიმდინარეობს ნაძალადევის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. წელსვე დაიწყება კიდევ ერთი სპორტული დარბაზის და ორი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა.

სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42