„დიახ მე მივდივარ მსოფლიო ჩემპიონატზე, ვითამაშებ თუ არა? მე უბრალოდ ვთქვი, რომ მივდივარ მსოფლიო ჩემპიონატზე. თუ უფრო მეტს ვიტყვი, ჩამომახრჩობენ, ამიტომ გამონათქვამებში ფრთხილი ვიქნები.
მსოფლიო ჩემპიონატი ჩემ გარეშე, მსოფლიო ჩემპიონატი არაა“- განაცხადა ზლატანმა ჯიმი კიმელთან სტუმრობის დროს. მსგავსი შინაარსის სტატუსი დაწერა იბრაჰიმოვიჩმა ტვიტერზეც "მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი თამაშის შანსი მზარდია"
2017 წლის ნოემბერში შვედეთის ნაკრების თავკაცმა იან ანდერსონმა უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვჩი შესაძლოა ნაკრებში დაბრუნდეს. იან ანდერსონს სურს, რომ ყურადღება სწორედ იმ ფეხბურთელებზე გამახვილდეს, ვინც ამ წარმატებას მიაღწია და არა 36 წლის ვეტერანზე:
„დაუჯერებელია, ამ მოთამაშემ შვედეთის ნაკრებში თამაში წელწადნახევრის წინ დაასრულა და ჩვენ ისევ მასზე ვსაუბრობთ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ დიდებულ მოთამაშეებზე, რომლებიც ამ გუნდში ახლა არიან. დღეს ჩვენ ბევრი გმირი გვყავს... როცა იბრაჰიმოვიჩი იყო ჩვენთან ჩვენ სხვა სტილის ფეხბურთს ვთამაშობდით. ის დიდი სპორტსმენია, თუმცა მის გათვალისწინებით, რომ მან საერთაშორისო ფეხბურთის დატოვება გადაწყვიტა , ჩვენ ამაზე შეგუება და ახალი სტილით თამაში მოგვიწია.“- განაცხადა ანდერსონმა.
შვედეთის ნაკრებში იბრაჰიმოვიჩის თამაშს ხელი შესაძლოა იმანაც შეუშალოს, რომ ის ბუკმეიკერულ კომპანიასთან თანამშრომლობს და ამის გამო შესაძლოა შვედ ფეხბურთელს თამაშის უფლება FIFA-მ არ მისცეს.
ითამაშებს თუ არა შვედი ფორვარდი საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა მას მსოფლიო ჩემპიონატთან კავშირი მაინც ექნება, ის გახდა გადახდის სისტემა Visa-ს გლობალური მარკეტინგული კამპანიის სახე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება.
ცოტა რამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიღწევებზე:
იბრაჰიმოვიჩმა თავის კარიერის განმავლობაში 33 ჯილდო მოიგო.
შვედეთის ეროვნულ ნაკრებში მან 116 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა
თუ ზლატანი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მის კარიერაში მესამე მსოფლიო პირველობა იქნება.
მასალის გამოყენების პირობები