21 აპრილს The Chemical Brothers-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყება
კულტურა - 16:33, 18 Apr, 2018     1419
თიბისი სტატუსი და Eastern Promotions წარმოგიდგენთ The Chemical Brothers-ს. დუეტი პირველ სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაუკრავს. ბილეთების პირველი კალათა 21 აპრილიდან გაიყიდება.

ბრიტანული დუეტი 1989 წელს შეიქმნა, 1998 წელს კი პირველად აიღო გრემი სიმღერით Block Rockin’ beats ნომინაციაში როკის საუკეთესო ინსტუმენტული შესრულება. 2006 წელს მათ გრემის ორი ჯილდო მიიღეს საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერისა და საუკეთესო საცეკვაო ალბობის კატეგორიაში. 2010 წელს კი ამ უკანასკნელ ნომინაციაში დუეტი კიდევ ერთხელ გახდა ჯილდოს მფლობელი ალბომით We Are The Night.

ედ სიმსონისა და ტომ როულენდსის დუეტზე საუბრისას, აღსანიშავია მათი კოლაბორაციული პროექტების შთამბეჭდავი კატალოგი. სხვადასხვა დროს მათ ითანამშრომლეს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან New Order-ის სოლისტი ბერნარდ სამნერი, ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ კოლექტივის A Tribe Called Quest-ის წევრი Q-Tip, Beck, Noel Gallagher, The Verve-ს ვოკალისტი რიჩარდ ეშკროფტი და Klaxsons.

The Chemical Brothers ხშირად თანამშრომლობს ცნობილ რეჟისორებთანაც. მიშელ გონდრის მათი სამი კლიპი Let Forever Be, Star Guitar და Go ეკუთვნის. სპაიკ ჯონსმა კი ცნობილი ვიდეო Elektrobank გადაიღო, სადაც მთავარ როლს თავად სოფია კოპოლა თამაშობს. ვიდეოგრაფიაში ფიგურირებს ნიკ გოფრის და დომინიკ ჰოულის სახელიც.

“ჩვენ უკვე ბევრ ქორწინებაზე დიდი ხანია ერთად ვართ“ - ამბობს ტომ როულენდსი

ელექტრონული მუსიკოსების დუეტი, რომელიც უკვე 29 წელია არსებობს, მალე საქართველოს ეწვევა!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42