109-ე ბაგა-ბაღის შენობის განმეორებითი ექსპერტიზის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება
საზოგადოება - 12:59, 18 Apr, 2018     1720
109-ე ბაგა-ბაღის შენობის განმეორებითი ექსპერტიზის მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება.

"მთავარია ბავშვების უსაფრთხოება და ბავშვების ინტერესები

სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ჩატარდეს 109-ე ბაგა-ბაღის შენობის ორივე ფრიგელის განმეორებითი ექსპერტიზა.

ასევე გასაჯაროვდეს იმ ბაგა-ბაღების ექსპერტიზის დასკვნები სადაც იგეგმება 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების გადანაწილება. ამ ბაღში 750 ბავშვი და 107 თანამშრომელია, რომელთა ბედი გაურკვეველია.

ასევე ვითხოვთ პასუხს! რადგან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 16 მარტს გაუგზავნა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საინჟინრო დასკვნა ნომერი #001616818, რატომ გახდა ეს დასკვნა საჯარო მხოლოდ 2018 წლის 17 აპრილს?! ერთი თვის განმავლობაში რას აკეთებდა ბაღების მართვის სააგენტო?

აქვე აღსანიშნავია რომ 2015 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა 109-ე ბაგა-ბაღის დახურული ფრიგელი, მას შემდეგ რაც თბილისის ბაღების მართვის სააგენტომ მოახდინა ამ ბაღის დახურული ფრიგელის აღდგენა რეკონსტრუქცია, რაც თბილის მერიის ბიუჯეტიდან 325 000 ლარი დაჯდა. საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი, საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი და სხვა პირები.

ანუ რასთან გვაქვს საქმე? 2015 წელს გაარემონტეს, ისე რომ შენობა თურმე ავარიული იყო თუ ორ წელიწადში გახდა ავარიული? ამ პერიოდში საბედნიეროდ მიწისძვრა არ ყოფილა მაშ რამ გამოიწვია შენობის სეისმომდგრადობის დაქვეითება?

დასკვნაში ვკითხულობთ რომ შენობის ოთახების დათვალიერების დროს შენობის ზედა სართულებში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ქმნის შთაბეჭდილებას რომ თითქოს შენობას დაზიანებები არ გააჩნია. გამოდის რომ თბილისის მერიამ ფასადურად შეალამაზა იქაურობა, გაფლანგა 325 000 ლარი და რაც ყველაზე მთავარია ამ ხნის განმავლობაში საფრთხეში იყვნენ ბავშვები?

აუცილებლად უნდა აგონ პასუხი ამ საქმესთან დაკავშირებით შესაბამისმა პირებმა. ამიტომ უნდა ჩატარდეს 109-ე ბაგა-ბაღთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა საკრებულოს სარევიზიო კომისის მიერ და თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ.

დაუკავშირდით პეტიციის ავტორს შეკითხვების შემთხვევაში 591051601"- აცხადედებენ პეტიციის ავტორები.

დღეიდან ბაღი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იკეტება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება და შენობას გამაგრება სჭირდება.

დირექციის ინფორმაციით, N109 ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან. N128, N16, და N215 ბაღებში მოეწყობა სივრცეები, სადაც დახურული ბაღიდან გადაყვანილი ჯგუფები განთავსდება. გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42