საია ლაშა კაციასათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს
საზოგადოება - 11:05, 18 Apr, 2018     1113

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ლაშა კაციას სახელით საჩივრით მიმართა თბილისის პროკურატურას, რომლითაც ითხოვს მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას.

„საჩივრით მიმართვა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც საქმის ზედამხედველმა პროკურორმა ლაშა კაციას უარი უთხრა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. დაზარალებულის სტატუსის გარეშე ლაშა კაცია მოკლებულია შესაძლებლობას გაეცნოს საქმის მასალებს და იყოს საქმის კურსში მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ის ასევე ვერ სარგებლობს საპროცესო კანონმდებლობით დაზარალებულისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით და საქმეში მონაწილეობს მხოლოდ მოწმის სტატუსით.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ლაშა კაცია 2018 წლის 09 მარტს ქ. თბილისში ღამის საათებში პოლიციის სამმა თანამშრომელმა საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავა, პოლიციის მანქანაში იძულებით მოათავსა და აღნიშნულ მანქანაში მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შედეგად ლაშამ განიცადა როგორც ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ისე მორალური ტანჯვა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2018 წლის 09 მარტს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის რამდენჯერმეა გამოკითხული ლაშა კაცია, ასევე ჩატარებულია ამოცნობა, რომლის ფარგლებშიც ლაშამ მოძალადე პოლიციელები ამოიცნო. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დღემდე არ მომხდარა პოლიციელების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა, ასევე, ლაშა კაცია დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად.

საია მოუწოდებს თბილისის პროკურატურას, დააკმაყოფილოს წარდგენილი საჩივარი და ლაშა კაცია ცნოს დაზარალებულად“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42