თსუ-ს სტუდენტებმა საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში წარმატებას მიაღწიეს
საზოგადოება - 13:47, 17 Apr, 2018     1227
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებისგან შექმნილმა გუნდმა ვაშინგტონში (აშშ) ფილიპ ჯესაპის სახელობის 59-ე საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე წარმატებას მიაღწია.

თსუ-ს გუნდი, რომელიც ეროვნულ რაუნდებში მიღწეული შედეგით ვაშინგტონში საქართველოს წარმოადგენდა, 95 ქვეყნის 121 გუნდიდან საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა (ზეპირ გამოსვლებსა და წერილობითი კომპონენტში მიღებული ჯამური შეფასების საფუძველზე); ხოლო გუნდის წერილობითი პოზიციის დოკუმენტები (მემორიალები) განმცხადებლისა და მოპასუხის მემორილების ჯამური ქულით საუკეთესო 20 მემორიალს შორის მოხვდა, კერძოდ გავიდა მე-17 ადგილზე და შედეგად გუნდმა Alona E. Evans-ის ჯილდო მიიღო.

2017 წლის გაზაფხულის სემესტრის დასასრულს, აკადემიკოს ლევან ალექსიძისა და პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ხელმძღვანელობით თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ, ორი საზაფხულო სკოლის ფარგლებში, შეირჩა და მომზადდა საერთაშორისო სამართლის ცნობილი მეცნიერის ჯესაპის სახელობის საერთაშორისო იმიტირებული პროცესების კონკურსში მონაწილე გუნდი. გუნდის წევრები იყვნენ საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები - გიორგი ბაიძე, ნანუკა ყრუაშვილი და თამთა შამათავა, კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი - ნინო გოშხეთელიანი და მწვრთნელი, დოქტორანტურის სტუდენტი - თამთა ზაალიშვილი.

თსუ სტუდენტებმა ეს გამარჯვება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიუძღვნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42