„მკვლელი ჩემს თაკოს უთვალთვალებდა... ამ არაკაცმა სამი წლის ბავშვს აყურებინა დედის დაკვლა!“ - რამდენ ხანს ამზადებდა ვეფხვია ბაქრაძე გერის მკვლელობას
კრიმინალი - 13:43, 16 Apr, 2018     6852
სამწუხაროდ, დღე არ გავა, რომ სასტიკი მკვლელობის, ძარცვის, ყაჩაღობის, ქუჩური გარჩევის ან სხვაგვარი ძალადობრივი დანაშაულის შესახებ არ გავიგოთ.

დიახ, ეს „სიკვდილით სავსე ქალაქია“ - გამოსავალი კი არ ჩანს!

13 აპრილს, თბილისის ცენტრში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა პრობლემის სიმწვავე - 25 წლის თაკო გამრეკელაშვილს, ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, მამინაცვალმა, 45 წლის ვეფხვია ბაქრაძემ ყელი უმოწყალოდ გამოჭრა.

ბარნოვის ქუჩის მცხოვრებლები თაკოს მცირეწლოვანი ბავშვების განწირულ კივილზე შევარდნენ გამრეკელაშვილების ნაქირავებ ბინაში - ამ დროს გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო...

„ბავშვმა გააღო კარი და მხოლოდ ერთი სიტყვა გვითხრა: გადახტაო. ვიფიქრეთ, რომ თაკო გადახტა, მაგრამ რამდენიმე წუთში საზარელი სურათი დავინახე - გოგონა სისხლში ცურავდა- ამბობს მოკლულის მეზობელი.

ბარნოვის ქუჩის 77 ნომერში 25 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ ვეფხია ბაქრაძე შემთხვევიდან მეორე დღეს, სოფელ თელეთში დააკავეს. ასევე, დაკავებულია პირი, ვინც მკვლელობაში ბრალდებული სახლში შეიფარა. გამოძიება წარსულში ნასამართლევ ბაქრაძეს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს. მუხლი 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკავებულ მამაკაცს, მას ჯარიმა ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც დაკავებულის ადვოკატი ამბობს, ბრალდებულს საქმის დეტალებზე საუბარი არ სურს, შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, აღიარებს თუ არა ვეფხვია ბაქრაძე ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობას.

ბოლო დროის ერთ-ერთი სასტიკი მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. მოკლულის ახლობლები „ნიუპოსტთან“ ყვებიან, რომ დაკავებულისთვის ეს მეორე ქორწინება იყო ისევე, როგორც ნათელა გობაძესთვის (მოკლულის დედა).

ახლობლები ყვებიან, რომ გობაძე მეორე მეუღლეს, სისტემატიური ძალადობის შემდეგ, ოფიციალურად რამდენიმე წლის წინ დაშორდა.

ნათელა გობაძის ოჯახის წევრთა თქმით, კონფლიქტი 4 წლის წინ გამწვავდა, როცა ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლი სასტიკად სცემა და თავი ქვით გაუტეხა.

„ქმარი ხშირად სცემდა, ამცირებდა, პათოლოგიურად ეჭვიანობდა. ბოლოს ნათელამ გამბედაობა მოიკრიბა და სამართალდამცავებს მიმართა, მოძალადე გაასამართლეს, როგორც ვიცი, შეწყალება შეეხო და გასული წლის მაისში დატოვა ციხე, თუმცა მუქარას არც ამის შემდეგ ერიდებოდა - ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ნათელა მუშაობდა, ყვავილებით მიადგა. შერიგებას სთხოვდა, მშვიდად დავილაპარაკოთ, ზღვაზე გავისეირნოთო. ყოფილი ცოლი რომ არ გაჰყვა, ჯერ სასტიკად სცემა და თავი ქვით გაუტეხა,“ - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოსული ბაქრაძე ნათელა გობაძეს შვილების მკვლელობით დაემუქრა, ქალი, ქალიშვილებთან ერთად, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მივიდა და დახმარება ითხოვა.

პოლიციამ მოძალადე ყოფილ ქმარს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, თუმცა გობაძეების მდგომარეობა ამის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა - შემაკავებელი ორდერიდან ზუსტად ორ საათში, განყოფილებიდან სახლში დაბრუნებულ თაკოს მამინაცვალი შინ დახვდა და ბავშვების თვალწინ დაასრულა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალის ცხოვრება.

მერი გობაძე (მოკლულის ბებია) იხსენებს, რომ ბრალდებული ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის დროს ემუქრებოდა მის შვილს:

„მკვლელი ჩემს თაკოს უთვალთვალებდა და სახლის საკეტიც იმიტომ გააფუჭა, რომ გარედან არავინ შესულიყო... ამ არაკაცმა სამი წლის ბავშვს აყურებინა დედის დაკვლა! ბავშვებისთვის უყვირია, კარები არ გააღოთ, შედით შიგნითო და ბავშვებმა იმდენი მოახერხეს, აივნიდან იყვირეს, დედას უშველათო... დიდს უთქვამს, კარი რომ გააღო დედამ და შევედით, ის პირველი ოთახიდან გამოვიდაო. ესე იგი, დაელოდა, რომ ესენი კარგად შესულიყვნენ ოთახის სიღრმეში, გამოვიდა, დაუკეტა კარები და სტაცა თამარს ხელი,"- ამბობს მერი გობაძე, რომელიც პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს:

„ეხვეწებოდნენ, გამაფრთხილებელს ნუ მაწერინებთო, ეგ დასაკავებელი ადამიანია, გვემუქრებაო. დაგვმართებს რაღაცასო, გვემუქრება შვილის სიკვდილითო და ფაქტები უნდათ. ფაქტები თუ არ არის, ვერ დავიჭერთო. რა ეშველება ახლა ამ ბავშვს, რომ მოგვიკლეს უდანაშაულო ბავშვი. რომ დაინახეს ეს გაჭირვებული ბავშვები და უთხრეს, ასე გვემუქრება ეს ადამიანიო, რა მოხდებოდა, ერთი პატრულის მანქანა გაეგზავნათ და დაეყენებინათ იქ?,“ - განაცხადა მერი გობაძემ.

გარდაცვლილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბაქრაძეს ყოფილი ცოლის გამწარება და სასტიკი მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ამას ისიც მოწმობს, რომ მამაკაცი რაიონიდან თბილისში გადმოსახლდა - რამდენიმე თვის წინ სოლოლაკში, შინდისის ქუჩაზე ბინა იქირავა.

როგორც "ნიუპოსტმა" გაარკვია, თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის შემდეგ ის სწორედ აღნიშნულ მისამართზე მივიდა, სისხლიანი სამოსი გამოიცვალა და სოფელ თელეთში გაემგზავრა.

გარდაცვლილი გოგონას ახლობლებს კითხვები აქვთ პოლიციასთან და ასევე, შეწყალების კომისიასთან. თაკო გამრეკელაშვილის ბებია ამბობს, რომ სამართალდამცავების ეფექტური მუშაობის შემთხვევაში მომხდარის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

რაც შეეხება შეწყალების კომისიას, ახლობლებს აინტერესებთ, რატომ შეიწყალეს მძიმე დანაშაულისთვს მსჯავრდებული პირი.

"1991-92 წლებში, შს სამინისტროში მუშაობდა, დაცვის პოლიცია იყო, შემდეგ, მისივე ხასიათის გამო, მალევე გამოუშვეს სამსახურიდან... იმდენად უგულო იყო, რომ 2009 წელს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მიატოვა, რის გამოც დაკავებულიც კი იყო"- აცხადებს მოკლული გოგონას ახლობელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42