თსუ-ში თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება
საზოგადოება - 18:47, 15 Apr, 2018     1458
16 აპრილს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის გაიხსნება. წელს ფესტივალი 28 პროფესიულ გუნდს უმასპინძლებს.

საქართველოში არსებულ პროფესიულ და ბავშვთა გუნდებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთის გუნდები. წელს შვიდი პროფესიული გუნდი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან: ბორდოს უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი “Le Choeur Voyageur”, კაუნასის გუნდი “Kamertonas”, ტალინის წმიდა კარლის ეკლესიის კამერული გუნდი „კანორუსი“, ფილიპინელთა ვოკალური ანსამბლი დუბაიდან, სოპოტის კამერული გუნდი “Continuo”, კამერული გუნდი “Cantamus Berlin”, Little Singers of Armenia. მონაწილეთა შორისაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი.

თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი 2018 წლის 16 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით გაიმართება. განსხვავებული ფორმატით ჩატრადება 21 აპრილის საფესტივალო კონცერტი ივენთ ჰოლ ქარვასლაში – ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და ქართული ესტრადის ცნობილ მომღერლებთან ერთად.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ 2011 წელს თბილისის მერიის დაფინანსებითა და ხელოვნებათმცოდნე – მაია ჩაჩავას ინიციატივით დაფუძნდა.

2013 წლიდან, კი დაარსდა „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“. რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე.

მიმდინარე ფესტივალის თანადამფინანსებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. ფესტივალის პარტნიორი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

ფესტივალი უკვე მერვე წელია, დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის. მისი მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია; შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის.

თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა 12 მაისს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42