„დედიკო, მე არასდროს მიგატოვებ! ოღონდ არ იტირო, რა?“ - უსინათლო დედის და 14 წლის ლაშას მძიმე ცხოვრება
საზოგადოება - 15:21, 15 Apr, 2018     3615
„დედიკო, მე არასდროს მიგატოვებ, ოღონდ არ იტირო, რა? ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები“, - ამ სიტყვებით უხდება უსინათლო დედის დამშვიდება 14 წლის ლაშას, რომელიც მის ცხოვრებაში ერთადერთ ნუგეშს წარმოადგენს.

51-წლის ცისანამ მხედველობა 7 წლის წინ უეცრად დაკარგა. დილით გაიღვიძა და ... ვერ დაინახა შვილის სახე, ნაბიჯი გადადგა და... თავი კედელს მიახეთქა, რის ვაივაგლახით მიცოცდა ფანჯარასთან, თუმცა მზის შუქი არც იქ გამოჩნდა. ირგვლივ სიბნელე იყო გამეფებული. ეგონა, რომ ეს მდგომარეობა ცოტა ხანში გაივლიდა, მაგრამ სინათლე მის თვალებში თურმე არ აპირებდა „დაბრუნებას“.

მას შემდეგ ცისანას მისი შვილი ლაშა უვლის, რომელიც ალაგებს სახლს და ეზოს, რეცხავს ტანსაცმელს და თეთრეულს, ეხმარება დედას ჩაცმასა და გადაადგილებაში, აკეთებს სადილს...როდესაც აქვს პროდუქტები. სამწუხაროდ, ხშირად ისინი შიმშილობენ.

ლაშას არავინ აიძულებს ამის გაკეთებას, მას უბრალოდ უყვარს საკუთარი დედა და მზადაა, მას სიცოცხლეც კი შესწიროს.

„პირველ ხანებში მთელი დღეები ვტიროდი. ბავშვი პატარა იყო, დამხმარე არავინ მყავდა... რომ იცოდეთ როგორ მიჭირდა! გული მისკდებოდა, როდესაც ჩემი ბიჭის მომავალზე ვფიქრობდი. ღვთისმშობელმა შეისმინა ჩემი ვედრება და გადაგვარჩინა! უკვე შევეჩვიე იმ აზრს, რომ დღის სინათლეს ვერასდროს დავინახავ, თუმცა მადლობელი ვარ ღმერთის, რომ კარგი შვილი მეზრდება!“,- ამბობს ცისანა ბედოევა.

ცისანა და ლაშა ახალგორიდან დევნილები არიან. 2008 წელს მათ მშობლიური კუთხის დატოვება მოუხდათ და წეროვანის დევნილთა დასახლებაში დასახლდნენ. ცისანას ჰყავდა ნათესავები სამხრეთ ოსეთში, თუმცა გადაწყვიტა თანასოფლელებთან ერთად არ დარჩენილიყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

10 წლის განმავლობაში, ბევრმა დევნილმა შესძლო საკუთარი კარ-მიდამოს მოწყობა, ბაღის გაშენება, მცირე მეურნეობის წარმოება...ლაშა და ცისანა ყველაფერ ამას მოკლებულნი არიან. როგორ უნდა იზრუნოს სახლზე თუ მეურნეობაზე უსინათლო ქალმა და მოზარდმა ბიჭმა? ხშირად მათ პურიც კი ენატრებათ და დედის, I ჯგუფის ინვალიდის, მორიგ პენსიას ყოველ ჯერზე მოუთმენლად ელიან.

ახლა კი საერთოდ უფულოდ დარჩნენ, რამეთუ ვალების გასასტუმრებლად ცისანამ 5 თვის პენსია წინასწარ აიღო...

გულისტკივილის გარეშე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ამ ოჯახს სოციალურმა აგენტმა დახმარება მოუხსნა. ესე იგი, როგორი „ბრმა“ და გულქვა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს ამ დედა-შვილის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები და მათი სულიერი მდგომარეობა?!

ძალიან იწვალეს, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო! ლაშა სკოლას აცდენდა და დედა სოციალურ სააგენტოში დაყავდა წვიმაში და ქარში, ნახევრად მშიერი და დამცირებული...

ასეა თუ ისე, ცისანა და ლაშა ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ და იბრძვიან გადასარჩენად. მათ მხოლოდ ორი იარაღი გააჩნიათ - ლოცვა და სიყვარული!

მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ამ საოცრად მოსიყვარულე დედა-შვილს, მისცეთ მათ მომავლის იმედი და სიცოცხლის სტიმული, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ცისანა და ლაშა ბედოევი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/310-bedoevi/

R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42