საგამოძიებო მოქმედებები სოლოლაკის ბინაში რამდენიმე საათის წინა ჩატარდა. სოლოლაკში მდებარე ბინა ვეფხია ბაქრაძეს პირველი აპრილიდან ჰქონდა ნაქირავები.
ბინის მეპატრონის თქმით, ვეფხია ბაქრაძემ ბინის ქირაობის შემდეგ რამდენიმე ღამე გაატარა სახლში, რის შემდეგაც ბინის მეპატრონეს უთხრა, რომ ავეჯის შეტანას აპირებდა სახლში, რადგან გეგმავდა ამ სახლში მეუღლესთან ერთად გადმოსვლას.
სოლოლაკში ნაქირავები ბინიდან სამართალდამცავებმა სხვადასხვა სახის მტკიცებულებები წაიღეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი ვაკეში, დის ნაქირავებ სახლში სტუმრად იმყოფებოდა. რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები ყელის არეში, მისმა ყოფილმა მამინაცვალმა 1972 წელს დაბადებულმა ვეფხვია ბაქრაძემ მიაყენა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ბავშვების თვალწინ მოხდა.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






