ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა საევროვიზიო შოუს მეოთხე ეპიზოდის გამარჯვებული გახდა.
De Eurovisa-ს ამ ეპიზოდში, საქართველოსთან ერთად, კიდევ რვა ქვეყანა მონაწილეობდა. მათ შორის, უნგრეთი, მონტენეგრო, პოლონეთი, ნორვეგია, სლოვენია, ლატვია, მალტა და უკრაინა.
კონკურსანტებს ჟიურის წევრები ევა ფრანცი, იოჰან ლინდრუსი, რიკო ეკლუნდი და ფელისიაიარნსტორმი აფასებდნენ.
„ირიაომ“ საბოლოოდ 33 ქულა დააგროვა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წელს ჯგუფი „ირიაო” წარადგენს, სიმღერით „შენი გულისთვის“.
2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები 8 და 10 მაისს, ხოლო ფინალი 12 მაისს ჩატარდება. ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში, 10 მაისს წარდგება.
კონკურსი წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება და მასში მონაწილეობას 43 ქვეყანა მიიღებს.
წყარო 1tv.ge
მასალის გამოყენების პირობები