თსუ-ში პროექტი "მე მიყვარს ქართული-ჩემი სახელმწიფო ენა“ გაიმართა
საზოგადოება - 18:22, 11 Apr, 2018     1052
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური აქცია ,,მე მიყვარს ქართული-ჩემი სახელმწიფო ენა“ და კონკურსი ქართულ ენაში მომზადების პროგრამის (1+4 პროგრამა) სტუდენტებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის აზერბაიჯანულენოვანმა და სომხურენოვანმა სტუდენტებმა, რომელთაც წერეს კარნახი - თანამედროვე ქართველი მწერლის - დათო ტურაშვილის სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი მცირე ზომის ნაწარმოები „კურკა“. ღონისძიებაში თსუ-ს გარდა საქართველოს კიდევ 9 უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

თსუ ქართულ ენაში მომზადების სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის კახა გაბუნიას თქმით, კონკურსმა და სტუდენტურმა აქციამ 1+4 პროგრამის სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია: ,,ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დიდი პროექტი, რომელიც 2020 წლამდე გრძელდება და მისი მთავარი მიზანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები ჩავრთოთ აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში“.

,,მიხარია პროექტში მონაწილეობის მიღება. ამით ჩვენ ცოდნას უფრო გავაღრმავებთ. მე ვარ ეთნიკურად სომეხი და და მნიშვნელოვანია ქართული ენის შესწავლა, რადგან საქართველოში ვცხოვრობ“,- განაცხადა თსუ სტუდენტმა მარგარიტა ნახაპეტიანმა.

„პროექტის იდეა დაიბადა ორი წლის წინ, ვილნიუსის უნივერსიტეტში, სადაც წელიწადში ერთხელ, ენის კვირეულის ფარგლებში იმართება სახალხო დღესასწაული და ტარდება ეროვნული კარნახი. გადავწყვიტეთ, ჩვენც მოგვეწყო მსგავსი ღონისძიება, რომელშიც, თსუ-სთან ერთად, ჩავრთეთ სხვა უნივერსიტეტებიც. პროექტისადმი ინტერესი და გამოხმაურება ძალიან დიდია,“- განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, პროფესორმა მარიამ მანჯგალაძემ.

1+4 პროგრამის სტუდენტებმა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე მოქალაქეებს გადასცეს სამკერდე ნიშნები წარწერით ,,მე მიყვარს ქართული-ჩემი სახელმწიფო ენა“ და ისაუბრეს სახელმწიფო ენის სწავლისა და გამართულად საუბრის მნიშვნელობაზე. აქციაში ჩაერთნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორები, სტუდენტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42