ჩერნოვეცკის ფონდმა ჯანდაცვის მინისტრს მცირე საოჯახო სახლების გახსნის შესახებ წერილით მიმართა
საზოგადოება - 17:18, 11 Apr, 2018     908
ჩერნოვეცკის ფონდმა თხოვნით მიმართა ჯანდაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს, მცირე საოჯახო სახლების გახსნის შესახებ. წერილში ნათქვამია, რომ ფონდს გააჩნია საშუალება გახსნას მცირე საოჯახო ტიპის სახლები განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც ამის დიდი საჭიროებაა.

"ბატონო დავით, უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო თქვენდამი პატივისცემა და მადლიერება ჩვენი საზოგადოების მიმართ გაწეული ძალისხმევის და ინტერესების გამო.

სანამ ჩვენი მიმართვის არსზე გადავალთ, ნება მომეცით ჩვენი ფონდის ჰუმანიტარული მისიის ძირითადი მიზანი გაგაცნოთ, რითაც შემოთავაზებულ ინიციატივის მნიშვნელობას გავუსვამ ხაზს.

6 წლის განმავლობაში ჩერნოვეცკის ფონდი, დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა რაოდენობამ უკვე 17,000-ს გადააჭარბა და ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე შეჩერებას!

ჩვენი მრავალმხრივი საქველმოქმედო საქმიანობა მოიცავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურებას: მარტოხელა მოხუცებზე ზრუნვას, უფასო საკვების დარიგებას შეჭირვებული მოსახლეობისთვის, მათთვის საყოფაცხოვრებო, სამედიცინო და ჰიგიენური მომსახურების გაწევას.

ჩვენი ფონდის ერთ ერთი პრიორიტეტული პროექტია მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ფუნქციონირება, სადაც მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდების სწავლა–განვითარებისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.

დღეისათვის, ჩერნოვეცკის ფონდი ადმინისტრირებას უწევს სამ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს თბილისსა და ქობულეთში, სადაც ამჟამად 25 ბენეფიციარი ირიცხება.

მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მყუდრო და კომფორტულ გარემოში, ყველანაირი პირობაა შექმნილი აღსაზრდელების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის. ისინი ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობებში, უზრუნველყოფილნი არიან ინტერესების და ასაკის შესაბამისი რესურსებით, მონაწილეობას იღებენ სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში, ემზადებიან დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

მცირე საოჯახო სახლების არსებობის პერიოდში მიღწეული წარმატებული შედეგებიდან გამომდინარე, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ აცხადებს, რომ აქვს ამ სფეროში თავისი საქმიანობის გაფართოების და ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლების გახსნის სურვილი და შესაძლებლობა.

ზედმეტად მიმაჩნია უპატრონო და მშობლების მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სტატისტიკის მაგალითის მოყვანა. ჩვენ გავმხდარვართ არაერთი ფაქტის მომსწრე, როდესაც ბავშვებისთვის ოჯახში დარჩენა საზიანოა მათი ფიზკური ან ფსიქიკური განვითარებისთვის. ჩვენ გულგრილად ვერ ვუყურებთ მშობლების მზრუნველობას მოკლებულ და უპატრონო ბავშვებს. მეტროსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში განსაკუთრებით თვალში საცემია მშობლების მიერ მათხოვრად განწირული ბავშვები, რომლებიც ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროდ არიან ქცეულნი.

ნუთუ შესაძლებელია რომ, მზრუნველობამოკლებული, ხშირად მშობლების ძალადობის და უწესობის მომსწრე, თითქმის მშიერი, ელემენტარულ განათლებას მოკლებული ბავშვები, ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე გახდეს?

რა თქმა უნდა არა! მაგრამ ჩვენ შეგვიძლია არსებული არასასურველი სიტუაციის მიმართულების შეცვლა და ზეგავლენის მოხდენა.

ჩერნოვეცკის ფონდი მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს ბავშვებს, მისცეს მათ სრულფასოვანი განვითარების და განათლების მიღების შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც არსებობს აღნიშნული მომსახურების განხორციელების აუცილებელობა.

ბატონო მინისტრო, გთხოვთ მოგვცეთ ოფიციალური ნებართვა ჩვენი ინიციატივის და ღვთისნიერი საქმის განხორციელებისათვის.

უპატრონოდ დარჩენილი და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ბედი ჩვენს ხელთაა, გვაქვს შესაძლებლობა ვიხსნათ ისინი ამ გაუსაძლისი სიდუხჭირისგან. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ერთ ხელმოწერაზე, რომლის დახმარებითაც ჩვენ შევძლებთ ახალი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ადმინისტრირებას.

ბატონო მინისტრო, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ინიციატივას უდიდეს მნიშვნელობას მიანიჭებთ და მოგვცემთ თქვენს თანხმობას!

პატივისცემითა და თანამშრომლობის სურვილით,

ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორი

ოლენა პოლიშუკ" - აღნიშნულია ჩერნოვეცკის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42