"უთანხმოება წარსულში და სისხლიანი გარჩევა"- რას ჰყვებიან თვითმხილველები შეიარაღებული თავდასხმის შესახებ
კრიმინალი - 11:47, 11 Apr, 2018     7162
ზემო ვეძისში მომხდარი თავდასხმის მოტივად შურისძიება სახელდება. დაჭრილთაგან ერთი მორაგბე ლაშა საჯაიაა. გოგონა კი მისი შეყვარებულია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა - ფილტვში მიყენებული ჭრილობის გამო მას გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგად საავადმყოფოში სულ 5 ადამიანი მოხვდა.

დაჭრილთა ახლობლები მომხდარის ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობენ. შს სამინისტროს ოფოციალური ინფორმაციით კი ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

თვითმხილველების ნაწილი კი ამბობს, რომ გასროლა მიმავალი ავტომობილიდან განხორციელდა.

სახელდება BMW მარკის შავი ავტომობილი, რომლის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით მიმდინარეობს - 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

როგორც ირკვევა დაჭრილებს შორის მორაგბე ლაშა საჯაია, მისი ძმა, სპორტსმენის შეყვარებული და კიდევ ორი მეგობარია.

როგორც დაჭრილი საჯაიების მამა აცხადებს, შვილებს ესაუბრა, თუმცა მათ არ იციან ვინ და რა მოტივით გაუხსნათ ცეცხლი.

“აზრზე არ არიან, ვიღაც იდიოტები არიან. თავისით მიდიოდნენ და ცეცხლი გაუხსნეს, ამბობენ, ნეტა ვიცოდეთ ვინ და რა მიზეზით გვესროლა. როგორ შეუძლიათ ასე მარტივად, ესროლონ ვიღაცეებს?!“- აცხადებს დაჭრილი მორაგბის მამამ.

მეზობლების თქმით, მათ მხოლოდ გასროლის ხმა არ გაუგიათ.

„როგორც თქვეს, ავტომობილიდან გაუხსნეს ცეცხლი, მძღოლს არც კი გაუჩერებია. ჩვენი უბნელები არ არიან. შეიძლება წარსულში რაიმე სახის უთანხმოება ჰქონდათ, აბა ერთად როგორ შეიყარა ეს ხალხი?! ასე ერთად როგორ გამოიჭირსეს და ესროლეს?!“- ამბობენ ადგილობრივი.

გვიან ღამით დაჭრილი ოთხი ახალგაზრდა კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება.

ექიმის, ზვიად ძნელაძის განცხადებით, ერთ-ერთი დაშავებული – გოგონა მსუბუქად იყო დაჭრილი, რომელიც მალევე გაწერეს, ოთხ ახალგაზრდა მამაკაცს კი ქირურგიული დახმარება დასჭირდა. მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

სამედიცინო დახმარების შემდეგ, ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ორი კი პალატაშია გადაყვანილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42