ჭიათურასა და ზესტაფონში ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა - „ეკოლოგიკა“ გაიხსნა (ფოტო)
საზოგადოება - 11:47, 11 Apr, 2018     1131

ჭიათურასა და ზესტაფონში ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა – „ეკოლოგიკა“ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

პროექტი „ეკოლოგიკა“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის” ორგანიზებით ტარდება, ინტელექტუალურ-გასართობი და ეკოლოგიური შინაარსისაა და ორივე რეგიონის 76 სკოლას აერთიანებს.

პროექტი ხორციელდება ზესტაფონისა და ჭიათურის სასწავლო დაწესებულებების 8-11 კლასის მოსწავლეებისთვის და ორი თვის პერიოდს მოიცავს.
ოლიმპიადის შეჯიბრებები 15 აპრილს დაიწყება, პროექტი კი 15 ივნისამდე გაგრძელდება.
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, სკოლები ერთმანეთს სამ მიმართულებაში შეეჯიბრებიან:
პირველი ეტაპზე – ინტელექტუალურ თამაშში მოწაფეებმა საბუნებისმეტყველო საგნების შესახებ კითხვებს უნდა უპასუხონ; მეორე ეტაპი სათავგადასავლო ტურნირს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, კონკრეტული ეკოლოგიური პროექტის თემის ამსახველი სლოგანის მოსაპოვებლად, სახალისო შეჯიბრი გაიმართება; ხოლო, მესამე ეტაპი სწრაფ, ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს – მოსწავლეებმა მხატვრულ ნაწარმოებებში სწრაფად უნდა აღმოაჩინონ შეცდომები და დაასახელონ ისინი.
„პროექტში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სპეციალური გასაღები, რომლის საშუალებითაც ის სკივრში ჩადებულ სლოგანს მოიპოვებს. ეს სლოგანები რეგიონებისთვის განკუთვნილ ეკოლოგიური პროექტების დავალებებს აერთიანებს (მოცემულია სახელწოდებების სახით).
ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა მიეცემათ, ეკოლოგიურ თემებზე კონკრეტული პროექტები საკუთარი ხედვით წარმოადგინონ, რასაც, პროექტის სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზი“ რეგიონებში გამარჯვებული მოსწავლეების ჩართულობით განახორციელებს.
პროექტი შემეცნებითი, მასშტაბური და ინტერაქტიულია და ის მოსწავლეების განვითარებასა და მათთვის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. ამის გარდა, ეს არის სოციალურად უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას ორი რაიონის ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში“, -აღნიშნავენ ორგანიზატორები.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ გამარჯვებული მონაწილეებისთვის ფასიან საჩუქრებს დააწესებს.
პროექტი „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის თანასპონსორია „მანგანუმ ლოჯისტიკი“. მხარდამჭერები არიან: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტს სლოგანი არ აქვს და აღსანიშნავია, რომ გახსნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავად მოიფიქრეს პროექტის სლოგანები და ბანერზე ჩამოწერეს საკუთარი ვერსიები.

ნიკა ჩიქოვანი, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი:

„რამდენადაც ამ პროექტის ინიციატორი მე ვარ, ჩემთვის კარგად არის ცნობილი ამ ორ რაიონში პროექტის ჩატარების დიდი მნიშვნელობა. ოლიმპიადა „ეკოლოგიკას“ ფარგლებში კონკრეტული პროექტები განხორციელდება და ჩვენ ერთად მივეხმარებით ორ რეგიონს გარემოს დაცვის პრობლემების დაძლევაში. ვფიქრობ, საინტერესო პროექტია. ორი რაიონის მოსწავლეები ერთვებიან და ეკოლოგიურ პრობლემებზე ზრუნვას იწყებენ. ოლიმპიადა მოსწავლეეების მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას ემსახურება. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, რაც დადებით როლს შეასრულებს მომავალში“.

აკაკი გურჯიძე, ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის გენერალური დირექტორი:

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი და ოლიმპიადა ძალიან მასშტაბურად ჩატარდება. მაღალი იქნება აქტივობა, ინტერაქცია, რაც მოსწავლეების ჩართულობას განაპირობებს. ამ ოლიმპიადას დიდი მოლოდინით ვუყურებთ, რადგან ორივე რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42