სემინარზე „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ რეგისტრაცია გამოცხადდა
საზოგადოება - 11:06, 11 Apr, 2018     1206

2014 წლიდან სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება:

· სემინარი მასწავლებლებისათვის - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“;

·კონკურსი მასწავლებლებისათვის – საუკეთესო პროექტების გამოვლენა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო განრიგში ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით.

პროექტის პირველი ეტაპი - სემინარი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ 2018 წლის 7-8 მაისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.

ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები შეხვდებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ქართველ და უცხოელ საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ექსპერტებს.

პროექტში ჩართვა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის (მათ შორის, იმ პედაგოგებს, რომლებიც ქართულს მეორე ენად ასწავლიან), გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 24 აპრილის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად, სემინარის მონაწილე პედაგოგები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების, საგნობრივი მიმართულებებისა და რეგიონული გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე https://docs.google.com/forms/d/1zs36H4yH2Iwzu2K8fTvWKPmvphf3CUvmjWo1GACQGeE/edit

პროექტის კოორდინატორები აპრილის ბოლომდე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან.

სემინარში „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეობა გულისხმობს პროექტის კონკურსში მონაწილეობის მიღებასაც, რომლის მიზანია პედაგოგების მიერ საუკეთესო პროექტის/ინიციატივის გამოვლენა. კონკურსში ჩართვის მსურველ პედაგოგებს მიეცემათ კონკრეტული ინსტრუქცია და ვადა პროექტების/ინიციატივების მოსამზადებლად. მუშაობის პედიოდში პედაგოგებს გაეწევათ კონსულტაციები.გათვალისწინეულია გამარჯვებული პროექტების/ინიციატივების დასაჩუქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42