ვეძისის დასახლებაში გვიან ღამით დაჭრილი ოთხი ახალგაზრდა კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება.
ექიმის განცხადებით, დაშავებული გოგონა მსუბუქად იყო დაჭრილი, რომელიც მალევე გაწერეს, ოთხ ახალგაზრდა მამაკაცს კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ და ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.
ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ორი კი პალატაშია გადაყვანილი.
ოფიციალური ინფორმაციით დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ. დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






