თბილისში ცოტა ხნის წინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ზემო ვეძისში უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანი დაჭრა.
როგორც ცნობლია, დაჭრილებს შორის არის მორაგბე ლაშა საჯაია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, ასევე დაჭრილია საჯაიას ძმაც.
დაჭრილები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. "ნიუპოსტის" ინფორმაციით სამი მათგანის დაზიანებები შედარებით მსუბუქია, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა და მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
ამ წუთებში ზემო ვეძისში, სადაც თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 19-109 დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობითა და 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა, შენახავ, ტარებით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები