"თავში ქვა გიხლიათ"- თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს ხურავს
საზოგადოება - 18:25, 10 Apr, 2018     15682
მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც თამაზ ელიზბარაშვილი თავის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, შესაძლოა ძაღლების თავშესაფარი დაიხუროს. „პრაიმტაიმთან“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ თავშესაფრის დახურვის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. რა ბედი ელით ამ დროისთვის თავშესაფარში მყოფ ასეულობით ძაღლს, მისი კომენტარიდან შეიტყობთ.


- გადაწყვეტილება მივიღე. დავხურე თავშესაფარი. ეს ქალაქი არ არის ღირსი ჩემნაირი ადამიანის. 40-50 ათასი ლარი მიჯდება ყოველთვე ამ თევშასაფრის შენახვა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ორჯერ ავაშენე თავშესაფარი. მეორედ სტიქიის შემდეგ. რამდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული. დავიღალე, ეს ქალაქი და ეს ქვეყანა არ არის ღირსი იმისა, რომ აკეთო ქველმოქმედება. ამიტომ, თავში ქვა გიხლიათ, ჩემო კარგებო. ახლა თქვენ გააკეთეთ. მე ჩემს შვილებსა და ჩემს ოჯახს ვაკლებდი, ვინმე კი არ მიხდიდა ფულს.

- ანუ ახლა თავშესაფარი დახურულია?

- დღეიდან მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამ ლოთის გამო, რომელიც, თავის დროზე შემეცოდა და სამსახურიდან არ გავაგდე, ამხელა ამბავი ამიტეხეს! თქვენ რისი ღირსები ხართ?! საზოგადოებას მივმართავ, ხართ, ღირსი ჩემნაირი ადამიანის?!

- ეს ჩვენმა მკითხველმა განსაზღვროს...

- ხოდა რადგანაც თვენმა მკითხველმა და ყველამ მაგინა, მივიღე გადაწყვეტილება, თავში ქვა გიხლიათ! რადგანაც ამ ქვეყანაში ბოროტება ბოგინებს და სიკეთის დანახვა არავის არ უნდა, სულ კარგად იყავით. მშვიდობით, თქვენი თამაზ ელიზბარაშვილი.

- რა ბედი ეწევათ ძაღლებს, რომლებიც უკვე არიან თავშესაფარში?

- არსებობს ცხოველთ მონიტორინგის სააგენტო, სახელმწიფო სტუქტურაა, მერიის სამსახური. თუ წაიყვანენ, წაიყვანენ, თუ არა და გაუშვებ ისევ ქუჩაში. ყველა ძაღლი რომელიც ჩემს თავშესაფარში ბინადრობს ქუჩის ძაღლია, რომლებსაც მანქანა დაეჯახა. ზოგს ხელრხემალი ჰქონდა მოტეხილი, ზოგს - ფეხი, ზოგს - კისერი. ჩემი ხარჯით ვუმკურნალე, დავაყენე ფეხზე და გავუშვებ ისევ. 350 ძაღლია, ცოტა კი არ არის. რა გავაკეთო, სხვა გამოსავალი არ მაქვს.

წყარო "პრაიმტრაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42