"უნდა გაჩერდეს შახტები და მეშახტეები, სანამ შახტები გაჩერებული იქნება უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საკმარისი ანაზღაურებით და ის კომპენსაციები რასაც კომპანიისგან ქალაქი იღებს უნდა გაგრძელდეს. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი შედეგს მოგვცემს თუ არადა ალტერნეტიულ დასაქმებაზე ვიფიქრებთ“ - განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 5 აპრილს დაახლოებით 03:45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა.
დაღუპული ექვსი მეშახტიდან ხუთს დღეს დაკრძალავენ. ხოლო ერთ დაღუპულს კი ხუთშაბათს დაასაფლავებენ.
კომპანია "საქნახშირის" ტექნიკური უსაფრთხოების დირექტორის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






