"ბავშვს წამოარტყეს და აცრემლებული გამოუშვეს, კანის ფერი არაფერ შუაშია"- ნიგერიელ სტუდენტებთან ინციდენტის მონაწილე პირის ძმა დეტალებს ჰყვება
საზოგადოება - 13:32, 10 Apr, 2018     2680
რასიზმი თუ დაპირისპირება მცირეწლოვანი ბავშვის შეურაცხყოფისთვის - ბელიაშვილის ქუჩაზე დაპირისპირების მონაწილე მხარეები მომხდარის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ. ნიგერიელი სტუდენტები მიიჩნევენ, რომ მათ კანის ფერის გამო გაუსწორდნენ.

ადგილობრივები კი ამტკიცებენ, რომ ჩხუბი ბავშვის შეურაცხყოფას მოყვა.

„ნიუპოსტმა“ ინცინდენტში მონაწილე გიორგი ჯიქურაშვილის ძმა ჩაწერა. დავით ჯიქურაშვილის მონაყოლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფა რასისტულ ნიადაგზე არ მიუყენებიათ.

„როგორც ჩემი ძმა ამბობს, კონფლიქტი ბავშვების გამო დაიწყო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბავშვებს საფეხბურთო მოედანზე არ უშვებდნენ. ერთ-ერთი ბავშვი შევიდა, თუმცა მას წამოარტყეს და აცრემლებული გამოუშვეს. ეს რომ ჩემმა ძმამ დაინახა საქმეში გარკვევას შეეცადა. სტადიონზე მხოლოდ ჩემი ძმა შევიდა, პასუხად კი ინგლისურ ენაზე შეაგინეს, შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ქალების ყვირილზე მეზობელი კაცებიც გამოვიდნენ და შემდრეგ მოხდა ის, რაც კადრებშია ასახული. რის ნიადაგზე დაიწყო ეს ყველაფერი ეს კადრებში არ ჩანს.

საქართველოს მოქალაქეები მოძალადეები არ არიან, ნიგერიელ სრტუდენტებს მათი კანის ფერის გამო არავინ დაპირისპირებია. ქართველიც რომ ყოფილიყო და პატარა ბავშვისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, ჩემი ძმა მათთან მიმართებითაც ანალოგიურს გააკეთებდა და იგივეს გავაკეთებდი მეც. საუბარია ბავშვებზე, კანის ფერი არაფერ შუაშია“- განუცხადა „ნიუპოსტს“ ინცინდენტში მონაწილე პირის ძმამ.

მისი თქმით, გიორგი ჯიქურაშვილი პოლიციამ უკვე გამოკითხა.

8 აპრილს, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ადგილობრივები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42