ქართლი, კახეთი და იმერეთი - კონკურსანტები ჟიურისა და მაყურებლის წინაშე დღეს სწორედ ამ რეგიონებიდან წარდგებიან.მეგა შოუ ტრადიციულად 9 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება.
„გადავდეთ თავი იმისთვის, რომ ნიჭიერი ადამიანები გვეპოვა მთელს საქართველოში და ვეძებეთ, ვიპოვეთ რაც მთავარია და გარდა იმისა რომ ძალიან რთული სამუშაო პერიოდი იყო, იმიტომ რომ ეს ქართულ სიმღერას ეხება და ქართული სიმღერა არ არის ჯიგრული სიმღერა, ფანოღური სიმღერა, ხალხური სიმღერა, ეს არის ქართული საესტრადო სიმღერა. და აქედან გამომდინარე ძალიან მინდა რომ არავის არ შეეშალოს,“-განაცხადა მხოლოდ ქართულის" ჟიურის წევრმა მარინა ბერიძემ.
„მხოლოდ ქართულის” პროდიუსერი ნიკა ლომიძე მაყურებელს დღეს საინტერესო სანახაობას პირდება.
„გპირდებით, რომ დღევანდელი ეთერი არის განსაკუთრებით მაგარი იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო ჟიურია და ძალიან საინტერესო ამბები ხდება იქ,“-განაცახდა ნიკა ლომიძემ.
მასალის გამოყენების პირობები